www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: megamall.ge
გამოქვეყნდა: 5 ნოემბერი / განცხადების ვადა: 5 დეკემბერი

კომპანია "Megamall.ge", საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია, დაარსდა 2015 წელს. ჩვენი მიზანია შევთავაზოთ მომხმარებელს პროდუქციის ფართო და მაღალ ხარისხიანი არჩევანი, ყველაზე დაბალი ფასები. შევუქმნათ გადახდის მოხერხებული პირობები, პროდუქციის ადგილზე მიტანა, მომსახურების მაღალი ხარისხი, საგარანტიო და შემდგომი მომსახურება.

დღეს ჩვენთან უკვე 50-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული, კომპანია კვლავ განაგრძობს განვითარებას და აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

თუ ხარ ახალგაზრდა, ენერგიული, გაინტერესებს გაყიდვები და ტექნიკა, გსურს მიიღო გამოცდილება რაც დაგეხმარება მომავალში წარმატებული კარიერის შექმნაში, გქონდეს დაწინაურების მაღალი შანსი, მაშინ ეს ვაკანსია შენთვის არის:

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც:

** მომხმარებლებს გაუწევს კვალიფიციურ და სრულყოფილ კონსულტაციას
** გადაანაწილებს პროდუქციის მოწესრიგებულად
** ახალი დამთავრებული აქვს უნივერსიტეტი
** სასურველია მოცემულ სფეროში ჰქონდეს გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენები ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)

სამუშაო პირობები:

განაკვეთი - სრული
ანაზღაურება - საშუალოდ 800 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: giga@megamall.ge და გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru