www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი - ქუთაისი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 5 ნოემბერი / განცხადების ვადა: 5 დეკემბერი

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქუთაისში.

სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 174 თბილისში, ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 3000-ს შეადგენს.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და პროდუქტის შერჩევაში დახმარების გაწევა;
** პროდუქციასთან დაკავშირებით, მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** მაღაზიის დარბაზში პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება;
** წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
** პროდუქციის ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: nlolua@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კონსულტატი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru