www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კურსი - საზოგადოებასთან ურთიერთობა 101
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 5 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 ნოემბერი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "უწყვეტი განათლების ცენტრი" გთავაზობთ პროფესორ მარიამ გერსამიას საავტორო კურსს "საზოგადოებასთან ურთიერთობა 101".

კურსი განკუთვნილია:

** საზოგადოებასთან ურთიერთობის დამწყები სპეციალისტებისთვის;
** არასამთავრობო და სამთავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის, რომლებიც მუშაობენ საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის კუთხით;
** სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, იურიდიული, ჰუმანიტარული, ფსიქოლოგიის და განათლების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის.

კურსის მიზანია კურსდამთავრებულმა შეიძინოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარები, კერძოდ:

** გაეცნოს კომუნიკაციის წარმატებულ სტრატეგიებს;
** შეძლოს მედიასთან ურთიერთობის დაგეგმვა, პრესრელიზის და პრესკიტის მომზადება;
** კრიზისულ სიტუაციაში მოამზადოს საპასუხი გეგმა;
** დაგეგმოს წარმატებული კომუნიკაცია და შეძლოს მესიჯის კონსტრუირება სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიისთვის;
** შეძლოს ბრიფინგის და ღონისძიების ორგანიზება;
** შეძლოს საჯარო გამოსვლის კრიტიკული ანალიზი
** მოამზადოს სტრატეგიული კომუნიკაციების დოკუმენტი და სხვ.

საკონტაქტო საათების მოცულობა: 30 საათი
ტრენინგები გაიმართება შაბათ ობით : 12:00-18:00 (5 შეხვედრა)
დაწყების თარიღი: 24 ნოემბერი
კურსის ღირებულება: 280 ლარი; თსუ სტუდენტებისთვის: 230 ლარი
რეგისტრაციის ვადები: 26 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით

კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/lll/courses/lzqg8rt3ef9iwucz9/wc_2e5pqjo8vnet_/

საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1). ტელ.: 2250484 (შიდა ნომერი 1465 ან1466). მობ.: 577171107

ცენტრი უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს კურსის დაწყების თარიღი. ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ უკვე დარეგისტრირებულ მსმენელებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru