www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საცალო გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: ირაო
გამოქვეყნდა: 5 ნოემბერი / განცხადების ვადა: 5 დეკემბერი

სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა. "ირაო" თავის საქმიანობას 2004 წლიდან ახორციელებს, ხოლო 2007 წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს "Vienna Insurance Group" ("ვენის სადაზღვევო ჯგუფი"), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვებიდან მიღებული ბონუსი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (სტუდენტებისთვის სწავლასთან შეთავსებით)

რატომ ირაოს გაყიდვების გუნდი? - აქ:

** კონკურენტული და სწრაფად მზარდი ანაზღაურებაა;
** ირაოს პრესტიჟული იმიჯი კლიენტებთან, მნიშვნელოვნად გაიმარტივებთ საქმეს;
** განვითარებაზე ორიენტირება და კოლეგიალურობა საკადრისად ფასობს;
** ხელმძღვანელები მუდმივად გიზიარებენ გამოცდილებას და გეხმარებიან მიზნის მიღწევაში;

აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად, დაგჭირდებათ:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება (შესაძლებელია სტუდენტიც).
** გაყიდვების პრინციპების თეორიული ცოდნა;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის შესაძლებლობა;
** სასურველია, გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია, სადაზღვევო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის ცოდნა;
** სასურველია, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

აუცილებელია, შემდეგი თვისებები და უნარ-ჩვევები: გამბედაობა, მოსმენა და აზრის დასაბუთებულად გადმოცემა, სხარტი აზროვნება, მოქნილობა, დაძაბულ ტემპში მუშაობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი, სითამამე, კომუნიკაბელურობა, კოლეგიალურობა, ანალიზის უნარი.

ჩვენთან, საცალო გაყიდვების აგენტი შემდეგ ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებს:

** კომპანიის სადაზღვევო პროდუქტების შესწავლა;
** სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების ანალიზი;
** ახალი კლიენტების დამოუკიდებლად მოძიება და კონტაქტის დამყარება-შენარჩუნება;
** სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება;
** განსაზღვრულ ვადაში გაყიდვების გეგმის შესრულება;
** გაყიდვებთან დაკავშირებული, არსებული ხელშეკრულებების პროლონგაციაზე ზრუნვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

კონკურენტების ანალოგიური პროდუქტების შესწავლის საფუძველზე და სადაზღვევო ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კომპანიის მიერ სარეალიზაციოდ დამტკიცებულ პროდუქტებში, შესატანი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: giga.tchanturia@irao.ge და წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 5 დეკემბერი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru