www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: PR ტექნოლოგი
მომწოდებელი: ჩემი კურიერი
გამოქვეყნდა: 5 ნოემბერი / განცხადების ვადა: 2 დეკემბერი

ინოვაციური საკურიერო მომსახურეობის კომპანია "ჩემი კურიერი" გთავაზობთ, გახდეთ გუნდის წევრი PR ტექნოლოგის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ საინტერესო, კონკურენტულ სამუშაო გარემოს, განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში
ჩვენ გელოდებით შენ, ვისაც გაქვს კრეატიული აზროვნება და ცოდნა (მათ შორის განვიხილავთ გამოცდილების არმქონე კანდიდატებსაც)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** PR კამპანიების დაგეგმვა წარმართვა (მათ შორის ინტერნეტ PR-ის წარმოება)
** Facebook; instagram; Linkdin-ის საშუალებით კომპანიის PR დაგეგმვა მართვა
** PR სტრატეგიის შემუშავება; ბიუჯეტის დაგეგმვა მართვა
** საჭიროების შემთხვევაში PR კამპანიაში ჩართული გუნდის წევრების შერჩევა; მართვა

ძირითადი მოთხოვნები

** გამოცდილება: სასურველია PR ან მონათესავე სფეროებში (ინტერნეტ/ონლაინ მარკეტოლოგი, სოციალური მედია მენეჯმენტი)
** ენები: სასურველია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა (წერა, ზეპირი)
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები: Word და PowerPoint კარგად (სასურველია დამატებით Photoshop-ის ფლობა)

ძირითადი პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გამართულად მეტყველების უნარი
** მოტივირებულობა
** სწრაფი აზროვნების უნარი
** კრეატიული აზროვნების უნარი
** პრეზენტაბელურობა
** ორგანიზებულობა

სამუშაო პირობები:

** განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ყაზბეგის ქ. 44
** ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად.

აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ავტობიოგრაფია (აუცილებლად Word-ის ფორმატით) ელექტრონულ მისამართზე: hr@chemikurieri.ge. სათაურის ველში მიუთითეთ დასახელება "PR ტექნოლოგი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 2 დეკემბერი.

კანდიდატების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

1. გასაუბრება.
2. წინასწარ განსაზღვრულ თემაზე პრეზენტაციის მომზადება/წარდგენა.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru