www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Tiffany Bar
გამოქვეყნდა: 5 ნოემბერი / განცხადების ვადა: 5 დეკემბერი

სასტუმრო "რივერ საიდი" წარმოადგენს მაღალი კლასის, ბუტიკურ სასტუმროს თბილისში, რომლის პირველ სართულზეც, 2014 წლის ბოლოს, პირველი ტიფანი ბარი გაიხსნა, ხოლო 2017 წლის თებერვალში - "ტიფანი ტერასა".

"რივერ საიდი" ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი დაწესებულებაა და ბოლო წლებში არაერთი პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის: Travelers` Choice Awards 2015, 2016, 2017, 2018 ცნობილი ამერიკული კომპანია "Tripadvisor inc"-სგან. აღსანიშნავია, ასევე, სასტუმროს მართვის პროგრესული და უაღრესად ეფექტიანი მეთოდები, რომლებსაც პრაქტიკაში ატარებენ სასტუმროს ინდუსტრიის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური თანამშრომლები.


"Tiffany Bar" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის (24 საათიანი მორიგეობა) თანამდებობაზე.


მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ასაკი: 18 წლიდან;
** სასიამოვნო გარეგნობა;
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
** არამწეველი.


სამუშაო განაკვეთი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ 3 დღეში ერთხელ.
ანაზღაურება: თითოეული მორიგეობა, პირველი 3 თვის მანძილზე - 40 ლარი.


თუ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@riverside.ge და სასათაურე ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru