www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი - ბაკურიანი
მომწოდებელი: შტაბი
გამოქვეყნდა: 5 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

"შტაბი" არის საბავშვო სივრცე ბაკურიანში, სადაც მშობლებს შეეძლებათ დატოვონ ბავშვები რამდენიმე საათით გასართობ, სანდო და სასიამოვნო გარემოში. "შტაბი" ასევე უმასპინძლებს სხვადასხვა სახის თემატურ შოუებს და დაბადების დღეებს.

ამჟამად, შტაბი ეძებს აქტიურ, მონდომებულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ანიმატორების ზედამხედველობა და კონტროლი
** ანიმატორებს შორის დავალებების განაწილება
** შტაბის გაღება და დაკეტვა
** შტაბის სისუფთავეზე და გამართულობაზე ზრუნვა
** სალარო აპარატთან მუშაობა, თანხის მიღება, ხურდის გაცემა
** გაყიდვების რეესტრის და სხვა სტატისტიკური რეპორტების წარმოება
** მენეჯმენტთან შეთანხმებულ პერიოდში ინკასაციის წარმოება
** ინვენტარის, რეკვიზიტის და სახარჯი მასალების მიღება, აღრიცხვა, შენახვა, რაოდენობის კონტროლი და შესაბამისი ანგარიშგება მენეჯმენტთან (მათ შორის ინვენტარიზაციის ჩატარება საჭიროების შემთხვევაში)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარ ჩვევები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში
** ბონუსია სამუშაო გამოცდილება ბავშვებთან დაკავშირებულ ინდუსტრიაში
** სავალდებულოა გამართული ქართული, რუსული და/ან ინგლისური ენების ცოდნა
** ბავშვების სიყვარული
** ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ყურადღებიანი, ენერგიული, თავაზიანი,
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი
** დროისა და ჯგუფის მართვის უნარი
** ბავშვის საჭიროებებზე სწრაფი რეაგირების/კომუნიკაციის უნარი
** ბავშვებისთვის სასიამოვნო, მზრუნველი გარემოს შექმნის უნარი

თუ გსურთ სასიამოვნოთ გაატაროთ ზამთარი ბაკურიანში და ამასთანავე მიიღოთ ანაზღაურება, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: info@sigmagroup.ge არაუგვიანეს 30 ნოემბრისა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru