www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ჯობლინკი
გამოქვეყნდა: 5 ნოემბერი / განცხადების ვადა: 5 დეკემბერი

დასაქმების სააგენტო "ჯობლინკი" აცხადებს ვაკანსიას IT დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. IT დეპარტამენტის ხელმძღვანელი ესაჭიროება საქართველოში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას.

ძირითადი მოვალეობები:

კომპანიის IT დეპარტამენტის მართვა:

** დაქვემდებარებულ თანამშრომლების ფუნქციების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის სფეროების გადანაწილება;
** დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გეგმების დასახვა და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** თანამშრომლების მუშაობის ხარისხის შეფასება;
** საჭიროებისამებრ, დეპარტამენტში საკადრო ცვლილებების განხორციელება.

კომპანიის Hardware ინფრასტრუქტურის კონტროლი:

** აუცილებელი სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა და მათი შესრულების კონტროლი;
** კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის ცვლილება/განახლების საჭიროების განსაზღვრა;
** კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მიმდინარე აუცილებელი და გეგმიური მომსახურების კონტროლი;
** კომპიუტერული და პერიფერიული ბაზის ოპტიმიზაციისა და მოდერნიზაციის გზების მუდმივი ძიება.
** კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფების კონტროლი, განახლება და ახლის დანერგვა:
** 1C და სხვა პროგრამული უზრუნველყოფების გამართული მუშაობის კონტროლი;
** საოპერაციო სისტემებისა და სხვადასხვა სერვისების გამართულად მუშაობის, ინსტალაციის, კონფიგურაციის, დიაგნოსტიკისა და სხვა აუცილებელი მანიპულაციების დროულად განხორციელების კონტროლი;
** მონაცემთა ბაზების, პროგრამული უზრუნველყოფების, სხვადასხვა სერვისებისა და ზოგადად სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი;
** მონაცემთა ბაზების დროული სარეზერვო კოპირებისა და საჭიროების შემთხვევაში მათი აღდგენის კონტროლი;
** ახალი პროგრამული უზრუნველყოფების დანერგვის აუცილებლობის განსაზღვრა, შესაძლებლობების მოძიება და მათი იმპლემენტაციის კონტროლი;
** ახალი პროგრამული უზრუნველყოფების დანერგვისთვისა და სხვა software სამუშაოებისთვის აუცილებელი ტექნიკური დავალების ჩამოყალიბება, გეგმის შემუშავება და განხორციელების კონტროლი. მაგალითად: კომპანიაში BI სისტემის დანერგვა, მიმდინარე პროგრამული უზრუნველყოფის ქლაუდზე გადატანა და ა.შ.
** კომპანიის მენეჯმენტისთვის ანგარიშის წარდგენა შესრულებული სამუშაოების შესახებ;
** კომპანიის მენეჯმენტთან ერთად IT მიმართულებასთან დაკავშირებული სტრატეგიისა და გეგმების შემუშავება;
** სხვა IT მიმართულებასთან დაკავშირებული სამუშაოები, რაც კომპანიის გამართული ფუნქციონერებისთვის აუცილებელია.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება IT, ან ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სპეციალობით;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება IT სფეროში;
** SQL-თან მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** სერვერულ საოპერაციო სისტემებთან და სერვერულ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** Cisco-ს ინფრასტრუქტურასთან მუშაობის გამოცდილება;
** Cisco-ს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად;
** IT პროექტების განხორციელებისა და IT ინფრასტრუქტურის მართვის გამოცდილება.

აუცილებელი თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კოლექტივის მოტივირებისა და მართვის უნარი;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** სტრესული გარემოებების მიმართ მდგრადობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "IT განყოფილების ხელმძღვანელი".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 32 2880107.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru