www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საბაჟო კოორდინატორი
მომწოდებელი: გარდაბნის თბოსადგური 2
გამოქვეყნდა: 5 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 ნოემბერი

შპს "გარდაბნის თბოსადგური 2" აცხადებს ვაკანსიას საბაჟო კოორდინატორის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 2300 - 2700 ლარის ფარგლებში კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელი), რუსული ენის ცოდნა (სასურველი);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Powerpoint, Outlook);
** ლოჯისტიკის განხრით მუშაობის მინიმუმ ხუთ წლიანი გამოცდილება, სასურველია საერთაშორისო კომპანიებში და/ან პროექტებში;
** საბაჟო კანონმდებლობის და პროცედურების ზედმიწევნით ცოდნა

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** სამუშაოს შესრულება წინასწარ დათქმულ ვადებში;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრობლემების სწორად შეფასების და შეზღუდულ დროში მათ გადასაჭრელად სათანადო გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** საქმიანი მიმოწერის ორგანიზება;

ძირითადი მოვალეობები:

** საბაჟო კანონმდებლობასთან და პროცედურებთან დაკავშირებით რეკომენდაციების მომზადება, მათ შორის კონტრაქტორი კომპანიისთვის;
** საქონლის სათანადო საბაჟო რეჟიმში გაფორმებასთან დაკავშირებული სატრანსპორტო და სხვა დოკუმენტაციის რევიზია;
** კომპანიის მენეჯმენტისთვის პერიოდულად წარსადგენი ანგარიშგების ფორმ(ებ)ის შემუშავება;
** საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებით წარსადგენი დოკუმენტაციის დახარისხება, დეკლარაციის მომზადების კონტროლი და საბაჟო პროცედურის დასრულებაზე ანგარიშგება.
** საშიში და/ან ორმაგი დანიშნულების საქონლის საბაჟო რეჟიმში მოქცევაზე და/ან მათ გამოყენებაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანებართვო პროცედურ(ებ)ის წინასწარ განსაზღვრა, საჭირო დოკუმენტაციის მოთხოვნა/მოძიება და ნებართვის დაგეგმილ ვადაში მისაღებად კომპანიის მხრიდან აუცილებელი ღონისძიებების გატარებაზე კონტროლი.
** საქონლის საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებით ადგილობრივ სტრუქტურებთან, კომპანიის მენეჯმენტთან და/ან უცხოელ კონტრაქტორთან კორესპონდენციის წარმართვა და სათანადო ანგარიშგება;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tpp.ge არაუგვიანეს 2018 წლის 20 ნოემბრისა. გთხოვთ საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru