www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: არქი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

კომპანია "არქი"  წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. დღეს, "არქი" ითვლის 17 დასრულებულ პროექტს თბილისის მასშტაბით, 14 მიმდინარე მშენებლობას თბილისში და 1 დასრულებულ საცხოვრებელ კორპუსს ბათუმში.

ჩვენი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები მორგებულია ყველა გემოვნებისა და მოთხოვნილების ადამიანისათვის, თბილისის ყველა უბანში.

კომპანია "არქი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

"არქიში" დასაქმებული პროექტის მენეჯერის ფუნქციები იქნება:

** სამშენებლო პროექტის დაგეგმვაში მონაწილეობა  - პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა, სამშენებლო სამუშაოების ვადების განსაზღვრა, ტექნიკური და ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრა და სხვ.
** მშენებლობის ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი
** კონტრაქტორების მიერ სამუშაოების შესრულების კონტროლი
** მშენებლობის პროცესში,  სხვადასხვა საკითხების შეთანხმება  მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან
** სამშენებლო ობიექტზე ვიზიტის განხორციელება, სამუშაოების მსვლელობის დათვალიერება და პროგრესის ამსახველი ანგარიშის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სამშენებლო პროექტების მართვის გამოცდილება
** სასურველია, მრავალბინიან პროექტზე მუშაობის გამოცდილება
** MS Excel და MS Project პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება
** სასურველია, ინგლისური ენის ცოდნა.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე  გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@archi.ge არაუგვიანეს  2018 წლის 30 ნოემბრისა.  გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო სამი წლის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას "არქის"  მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru