www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სატრანსპორტო სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას სატრანსპორტო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

მოვალეობა/პასუხისმგებლობა:

** კომპანიის კუთვნილი მანქანა-მექანიზმების მუდმივად მუშა მდგომარეობაში ყოფნის, შესაბამისი რაოდენობის საწვავით, საცხებ-საპოხი მასალებით და ავტონაწილებით უზრუნველყოფა;
** სატრანსპორტო საშუალებების გეგმიური და არა-გეგმიური ტექნიკური მომსახურების დაგეგმვა და ჩატარების უზრუნველყოფა;
** ავტოსაგზაო შემთხვევების დროს საპატრულო პოლიციასთან და სხვა სახელმწიფო საგზაო უწყებებთან ურთიერთობა, თანამშრომლობა და კომპანიის ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა;
** ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოწერილი საგზაო ჯარიმების აღრიცხვის და გადახდის უზრუნველყოფა;
** კომპანიის საქმიანობის ხელშესაწყობად, სათადარიგო ნაწილების შეძენისთვის აუცილებელი მოთხოვნის ფორმის წარმოება და შესყიდვების დეპარტამენტისთვის დროული მიწოდება;
** სამსახურში არსებული მატერიალური ქონების აღრიცხვისა და ანგარიშის წარდგენის უზრუნველყოფა;
** სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მარშრუტებისა და გაცემული საწვავის მოხმარების კონტროლი GPS ნავიგატორული სისტემის დახმარებით;
** სატრანსპორტო სამსახურში არსებული დოკუმენტაციის სწორი და ხარისხიანი წარმოების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** ავტომობილებისა და ავტოტექნიკის დაზღვევასთან დაკავშირებული საოპერაციო ნაწილის წარმართვა;
** საწვავის, საცხებ-საპოხი მასალების, სათადარიგო ნაწილების და სხვა მასალების სწორი ხარჯვის უზრუნველყოფა;
** ავტოსატრანსპორტო საშუალებების დამატების/განახლების საჭიროების იდენტიფიცირება და წინადადებების წარდგენა;
** სატრანსპორტო სამსახურში მომუშავე თანამშრომელთა სამუშაო პროცესის კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ლოჯისტიკის ან ტრანსპორტის მენეჯმენტის განხრით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. ERP პროგრამაში მუშობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სატრანსპორტო სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლის სამუშაო გამოცდილება, სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე;
** ტექნიკის ექსპლოატაციისა და შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** სასურველია GPS ნავიგატორულ სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
** სამუშაოს დაგეგმვის, კოორდინაციის, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების, ვერბალური კომუნიკაციის, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის, სტრესულ გარემოში სწრაფად ორიენტირებისა და ოპერატიული გადაწყვეტილების მიღების, ორგანიზების და კონტროლის, ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@georgianwater.com არა უგვიანეს 2018 წლის 23 ნოემბრისა. წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru