www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისელერი - ქუთაისი, სამეგრელო
მომწოდებელი: ფუდსერვისი
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

კომპანია "ფუდსერვისი" საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის , SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე (ქუთაისი/სამეგრელო).

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და შეკვეთების აღება;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება /შენარჩუნება;
** კლიენტების რაოდენობის გაზრდა;
** პროდუქციის განლაგება თაროზე განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად;
** გაყიდვების გაზრდის მიზნით სპეციალური აქტივობების განხორციელება;
** გაყიდვების გაზრდა და მარშრუტებზე დასმული გეგმების შესრულება.

მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია ქონებრივი უზრუნველყოფა;
** უმაღლესი განათლება (უმჯობესია გაყიდვების ან ბიზნესის დარგში);
** ასაკი: 20-30 წლამდე;
** მართვის მოწმობა;
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილი.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელური;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ 577 150 908 ან გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge და გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 01 დეკემბერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru