www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი სატრანსპორტო მომსახურებაზე
მომწოდებელი: World Vision
თანდართული ფაილი: wv.zip
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

"World Vision International"-ის ფილიალი საქართველოში აცხადებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტირების მომწოდებელი სატრანსპორტო კომპანიების წინასწარ კვალიფიკაციას 2018-2020.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "ვორლდ ვიჟენის" ფილიალი საქართველოში იწვევს პოტენციურ სატრანსპორტო კომპანიებს, წინასწარ კვალიფიკაციის პროცესში მონაწილეობის მისაღებად.

"ვორლდ ვიჟენის" ფილიალს საქართველოში პროგრამების განხორციელებისას მუდმივად სჭირდება ტრანსპორტირების მომსახურება სამარშრუტო ტაქსებითა და მინი ავტობუსებით. დაინტერესებულმა კომპანიებმა/ინდივიდუალურმა მეწარმეებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი წინასწარი კვალიფიკაციის დოკუმენტაცია, რათა შემდგომში დაგიკავშირდეთ კონკრეტული ტრანსპორტირების მომსახურების მოთხოვნით.

წინასწარ კვალიფიცირებული კომპანიები შეირჩევიან 2 წლის ვადით და მხოლოდ ისინი მიიღებენ კონკრეტულ შეკვეთებს ტრანსპორტირების მოწოდებაზე.

განმარტებებისთვის მიმართეთ:

World Vision Georgia
აღმაშენებლის გამზ. 61, II სართული, თბილისი, საქართველო
ტელ: 215 75 15;
მობ: 577404651

განაცხადების წარდგენა:

დაინტერესებულმა იურიდიულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

** კომპანიის შესახებ ინფორმაცია დადგენილი ფორმატის მიხედვით (მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა);
** ინფორმაცია სამი რეკომენდატორის შესახებ (კომპანიისა და პოზიციის მითითებით);
** იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი/აღწერა.

განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ ელექტრონულად, ელ. მისამართზე: Geoo_tender@wvi.rg, ისევე როგორც დალუქულ კონვერტში, ზემოთ მითითებულ მისამართზე.

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 30 ნოემბერი, 2018, 18:00. გთხოვთ, ელ. წერილის საგანში მიუთითოთ: "Local Transportation 2018-2020".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru