www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამართლის სამაგისტრო პროგრამა 75% და 100% სტიპენდიებით
მომწოდებელი: ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 15 დეკემბერი

"ამერიკული სამართლის სკოლა" აცხადებს მიღებას სასერთიფიკატო პროგრამაზე საქართველოში და სამაგისტრო პროგრამაზე ჩიკაგოში, გარანტირებული 75%-100% სტიპენდიებით.

"ამერიკული სამართლის სკოლა" (School of American Law) აცხადებს მიღებას სასერთიფიკატო პროგრამაზე თბილისში. სასერთიფიკატო სწავლების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული, ამერიკული სამართლის სკოლასა და ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლას შორის არსებული ურთიერთთანამშომლობის ფარგლებში, სწავლას აგრძელებს მაგისტრატურაზე ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში ჩიკაგოში (Chicago-Kent College of Law), ილინოისის შტატში, აშშ-ში და სამართლის მაგისტრის ხარისხს მოიპოვებს ერთი სემესტრის განმავლობაში.

"ამერიკული სამართლის სკოლაში" სწავლა იწყება 2019 წლის თებერვალში და სრულდება 2019 წლის დეკემბერში. თბილისში ორსემესტრიანი სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და მოიცავს ათ სავალდებულო საგანს. ლექციები ტარდება მხოლოდ "ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის" ამერიკელი პროფესორებს მიერ. სწავლის პროცესი გულისხმობს ინტენსიურ ლექციებს თვეში ერთხელ ან ორჯერ, მხოლოდ შაბათ-კვირას. სავალდებულო ათი საგანი მოიცავს სამართლის თანამედროვე მიმართულებებს: International Business Transactions, E-Commerce, Online Contracting, Antitrust Law, IP Asset Management, Intellectual Property Law, Securities Law, Global Intellectual Property Law, Trademark Law, Comparative Law, Introduction to American Legal Systems & Legal Writing.

თბილისში ორსემესტრიანი სწავლების დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული მაგისტრატურაზე სწავლას აგრძელებს ჩიკაგოში. სამაგისტრო სწავლების დასრულება ჩიკაგოში ხდება ერთ სემესტრში (ნაცვლად ერთი აკადემიური წლისა), "ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის" მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით საერთაშორისო და ტრანსნაციონალურ სამართალში (LL.M in U.S., International and Transnational Law). "ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის" მიერ მინიჭებული მაგისტრის აკადემიური ხარისხი საქართველოში აღიარებულია განათლების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ.

პროგრამის კურსდამთავრებულები მიიღებენ:

** თბილისში ორსემესტრიანი სწავლების დასრულების შემდეგ - ამერიკული სამართლის სკოლისა და ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის ერთობლივ სერთიფიკატს;
** "ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის" დასრულების შემდეგ - "ილინოისის ტექნოლოგიების ინსიტუტის ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის" მაგისტრის დიპლომს (LL.M Diploma);
** იურისტები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამერიკაში სამაგისტრო სწავლების მეორე სემესტრის გავლით და საადვოკატო საქმიანობის უფლების მოპოვებით, "ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში" მაგისტრატურის მეორე სემესტრის გაგრძელება და მაგისტრის ხარისხის მოპოვება შეუძლიათ არა მხოლოდ U.S., International and Transnational Law-ში, არამედ სამართლის ისეთ მაღალრეიტინგულ მიმართულებებში, როგორიცაა: LL.M. in Trial Advocacy, LL.M. in Intellectual Property Law და LL.M. in Financial Law.
** "ამერიკული სამართლის სკოლის" კურსდამთავრებულები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამერიკაში დოქტორის (Ph.D/SJD) ხარისხის მოპოვებით, "ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში" მაგისტრატურის დასარულების შემდგომ შეძლებენ ჩიკაგო-კენტის დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელებას 75%-იანი სტიპენდიით.
** "ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის" სამაგისტრო პროგრამაზე მიმართვა შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის ხარისხს სამართალში. ასევე იმ პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის ხარისხს სხვადასხვა სპეციალობებში, ამასთანავე, არიან სამართლის მაგისტრები და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები.

"ამერიკული სამართლის სკოლის" პროგრამის უპირატესობები:

** თბილისში სწავლების დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულთა გარანტირებული დაშვება "ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის" მაგისტრატურაზე ერთსემესტრიანი სწავლებისათვის;
** თბილისში სწავლების დასრულების შემდგომ ჩიკაგოში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების უფლების სამი წლის განმავლობაში შენარჩუნება;
** სწავლების საფასურის სამ ეტაპად დაფარვის შესაძლებლობა;
** ინგლისური ენის დახვეწის შესაძლებლობა;
** ინგლისური ენის (TOEFL) გამოცდის ჩაბარებისაგან გათავისუფლება (TOEFL Waiver).

"ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის" სამაგისტრო პროგრამის უპირატესობები:

** "ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში" სამართლის მაგისტრის ხარისხის მოპოვება ერთ სემესტრში ნაცვლად ერთი აკადემიური წლისა;
** სამაგისტრო სწავლების საფასურის 75%-ის გადახდისაგან გარანტირებული გათავისუფლება;
** ჩიკაგო-კენტის მაგისტრატურის არასავალდებულო მეორე სემესტრის გავლის შესაძლებლობა სტიპენდიით;
** ჩიკაგო-კენტში სამაგისტრო სწავლების საფასურის რამდენიმე ნაწილად დაფარვის შესაძლებლობა;
** ჩიკაგო-კენტში სწავლის პერიოდში on-campus და off-campus დასაქმების შესაძლებლობა;
** ჩიკაგო-კენტში სწავლის პერიოდში საუნივერსიტეტო იურიდიულ კლინიკებში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა;
** ჩიკაგო-კენტის დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა საფასურის 75%-ის გადახდისაგან გარანტირებული გათავისუფლებთ;
** მსოფლიოში საუკეთესო ადგილმდებარეობა - "ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა" მდებარეობს ქალაქ ჩიკაგოს ცენტრში, ფინანსური კორპორაციების, იურიდიული ფირმების და სასამართლოს სისტემის გარემოცვაში.

კურსდამთავრებულთა მიღწევები:

** ჩიკაგო-კენტის მაგისტრის ხარისხის მოპოვების შედეგად ჩვენი კურსდამთავრებულები კარიერას წარმატებით აგრძელებენ ამერიკის სხვადასხვა შტატში, ადვოკატურის გამოცდის ჩაბარებისა, ერთწლიანი პრაქტიკის (OPT) გავლის და სხავადსხვა იურიდიულ თუ კერძო კომპანიებში დასაქმების გზით;
** კურსდამთავრებულები, რომლებიც ბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში, ამერიკული სამართლის სისტემის და უცხოელ კოლეგებთან მუშაობის უნარების რადიკალურად გაუმჯობესების შედეგად, დაუყოვნებლივ წინაურდებიან ბიზნეს და იურიდიული ინდუსტრიის წამყვან კომპანიებში, ასევე საჯარო სექტორში.

სწავლის საფასური და სტიპენდია:

"ამერიკული სამართლის სკოლაში" ორსემესტრიანი სასერთიფიკატო სწავლების საფასური შეადგენს 12 800 (თორმეტი ათას რვაასი) ლარს, დღგ-ის გარეშე. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია სამ ეტაპად;
** ამერიკაში, "ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში" ერთსემესტრიანი სამაგისტრო სწავლების საფასური შეადგენს 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარს, ნაცვლად 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) აშშ დოლარისა, რაც დადგენილია გარანტირებული სტიპენდიის ფარგლებში;
** 2020 აკადემიური წლისთვის დაწესებულია სრული (100%-ნი) სასწავლო სტიპენდია "ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში" მაგისტრატურაზე სწავლისთვის, იმ სტუდენტისათვის, რომლის GPA ამერიკული სამართლის სკოლის დასრულების შემდგომ (2019 წლის დეკემბერი) იქნება 3.8 ან მეტი;
** "ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში" მაგისტრატურის არასავალდებულო მეორე სემესტრის სწავლების საფასური შეადგენს 7 250 დოლარს, ნაცვლად 22 000 აშშ დოლარისა.

აპლიკანტებმა 2018 წლის 15 დეკემბრამდე ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

** ავტობიოგრაფია (CV) ინგლისურ ენაზე;
** სარეკომენდაციო წერილი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;
** დიპლომის ელექტრონული ასლი/ასლები ან ცნობა სამართლის სკოლიდან ბაკალავრიატზე სწავლის შესახებ;
** პასპორტის ან/და პირადობის მოწმობის ელექტრონული ასლი.

დოკუმენტაცია იგზავნება შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: admission@chicagokentlaw.ge | r.warner@chicagokentlaw.ge | k.jeladze@chicagokentlaw.ge | m.meskhi@chicagokentlaw.ge

ვიზა:

სტუდენტები, რომლებიც გეგმავენ "ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში" მაგისტრატურაზე სწავლას, "ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლიდან" მიიღებენ ყველა საჭირო დოკუმენტაციას, მათ შორის საიმიგრაციო და ფინანსურს, რაც აუცილებელია სასწავლო F1 ვიზის მისაღებად, ასევე ოჯახის წევრებისათვის F2 ვიზის მისაღებად.

დასაქმების შესაძლებლობა:

"ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში" მაგისტრატურის ორი სემესტრის აღების შემთხვევაში კურსდამთავრებული დაიშვება off-campus სამუშაოზე. ორი სემესტრის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებული იღებს 12-თვიან დამატებითი პრაქტიკულ საქმიანობის უფლებას (OPT). The United States Citizenship and Immigration Services-ის ნებართვით კურსდამთავრებულს უფლება ეძლევა იმუშაოს ერთი წლის განმავლობაში ამერიკაში.

ადვოკატურის გამოცდა:

ამერიკის მასშტაბით ადვოკატურის გამოცდები ტარდება თებერვალსა და ივლისში. მოთხოვნები ადვოკატურის გამოცდაზე დაშვებისთვის სხვადასხვა შტატებისთვის შესაძლოა განსხვავდებოდეს, შესაბაისად, გამოცდის ჩაბარებით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეამოწმონ შესაბამისი შტატის მიერ დაწესებული ადვოკატურის გამოცდაზე დაშვების კრიტერიუმები.

უნივერსიტეტი:

"ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლას" ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ მიმართულებებში წამყვანი ადგილი უკავია. საინფორმაციო-სარეიტინგო სააგენტომ US News & World Reports-მა 2018-2019 წელს ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლას სამართლის მიმართულებებში შემდეგი რეიტინგები მიანიჭა: Trial Advocacy the 4th place, IP Law the 9th place, Legal Writing the 17th place. ჩიკაგო-კენტის კურსდამთავრებულთა დასაქმების კოეფიციენტი ამერიკაში US News & World Reports-ის მიხედვით შეადგენს 66.2 პროცენტს სწავლების დასრულებისთანავე, ხოლო 90.7 პროცენტს დასრულებიდან 9 თვის განმავლობაში.

სასარგებლო ბმულები:

ამერიკული სამართლის სკოლა: www.salchicagokent.com
ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა: www.kentlaw.iit.edu
ამერიკული სამართლის სკოლა at Chicago-Kent: https://www.kentlaw.iit.edu/caucasus
Business Facebook Page: https://www.facebook.com/SALtbilisi/

"ამერიკული სამართლის სკოლის" ოფისი საქართველოში: პიქსელ ბიზნეს ცენტრი, ჭავჭავაძის 34, მე-4 სართული, თბილისი 0179
ტელ: 2 244080, 577 974001, 577 774030



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru