www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ესეების კონკურსი სტუდენტებისათვის
მომწოდებელი: UN OHCHR
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70 წლის აღსანიშნავად, ევროკავშირი წარმომადგენლობა საქართველოში და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ადგილობრივი წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში (Field Presence of the Office of the United Nations High Commissioner for Human Rights in South Caucasus) აცხადებენ ესეების კონკურსს სტუდენტებისათვის.

აღნიშნული კონკურსი მესამე წელია აძლევს სტუდენტებს საშუალებას, კრეატიული ესეების წარდგენით გამოავლინონ ცოდნა და შესაძლებლობები, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე.

2018 წლის კონკურსის თემაა, "ადამიანის უფლებათა საყოველაო დეკლარაციის გავლენა ადამიანის უფლებათა და ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედი საერთაშორისო აქტების განვითარებაზე".

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს და მისი მიზანია ახალგაზრდებს შორის ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელობის პოპულარიზაცია.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემათ პრიზები.

ესეს მოცულობა უნდა აკმაყოფილებდეს 1500-იდან 3000-მდე სიტყვის სტანდარდს.

ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2018 წლის 23 ნოემბერი, 19:00 საათამდე. ნამუშევარს თან უნდა ახლდეს ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია, უმაღლესი სასწავლებლის, ფაკულტეტისა და კურსის მითითებით.

კონკურსი გამოცხადებულია ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის "ადამიანის უფლებები ყველასთვის" - ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი" (EU/UN Human Rights for All - Support to the Implementation and Monitoring of the National Humant Rights Strategy and Action Plan) ფარგლებში.

საკონტაქტო პირი: ანა ხიზანიშვილი - khizanishvili.anna@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru