www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი - აჭარა, კახეთი
მომწოდებელი: Senso Vita Pharmacy
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 6 დეკემბერი

ფარმაცევტული კომპანია "Senso Vita Pharmacy" აცხადებს სამედიცინო წარმომადგენლის ვაკანსიას აჭარის და კახეთის რეგიონებში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკურნალო, ფარმაცევტული, სტომატოლოგიური)
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

აუცილებელი უნარები:

** გუნდურად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** აქტიურობა და ინიციატივის გამოვლენის უნარი
** შედეგზე ორიენტაცია

ძირითადი ვალდებულებანი:

** ექიმებთან ყოველდღიური ვიზიტების ორგანიზება
** ექიმებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება
** პრეზენტაციების დაგეგმვა
** კონკურენტული ანალიზის უნარი
** კომპანიის მედიკამენტებზე ამომწურავი სამედიცინო ინფორმაციის ფლობა და გადაცემა ექიმებისთვის

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და გამოწვევებით სავსე სამსახურს
** კონკურენტულ ხელფასს
** კარიერული ზრდის რეალურ პერსპექტივას

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე office@sensovitapharmacy.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ "CV - სამედიცინო წარმომადგენელი". მხოლოდ შერჩეული კანდიდატები გაივლიან სპეციალურ მომზადებას და შეისწავლიან სამედიცინო წარმომადგენლისთვის ყველა სასურველ უნარებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru