www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბილინგის სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
გამოქვეყნდა: 7 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 ნოემბერი

შპს. "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ბილინგის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია - მოვალეობები:

** ბილინგის პროგრამის ფუნქციონირების, მონაცემთა შეტანის და დამუშავების უზრუნველყოფა;
** კომპეტენტურ სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით აბონენტთა მრიცხველების ოპტიმალურ საინკასაციო უბნებად ფორმირება;
** ანათვალის პროგრამაში ასახვა დადგენილი წესების შესაბამისად;
** სამარშრუტო ფურცლების გენერირება და ანათვალის აღებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის გადაცემა;
** ანათვალის პროგრამაში ასახვა დადგენილი წესების შესაბამისად;
** არასტანდარტული გადახდების აბონენტების პირად ბარათზე ასახვა;
** ქვითრების და ანგარიშფაქტურების გენერირება, ბეჭდვა და შესაბამისი სამსახურისათვის გადაცემა დადგენილი წესით შესაბამის ვადებში;
** სემეკისათვის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
** სავალდებულოა მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

სამართლებრივი აქტების ცოდნა:

** შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" წესდება;
** შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დებულება;
** "სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილება.

დაინტერესებულმა პირებმა 2018 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე konkursi@water.gov.ge შემდეგი დოკუმენტები:

** რეზიუმე (CV)
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
** სემინარების, ტრენინგების, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** ცნობა/ცნობები სამუშაო ადგილიდან;
** სარეკომენდაციო წერილი (ორი);
** სამოტივაციო წერილი.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru