www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი
მომწოდებელი: ჩემო კარგო
გამოქვეყნდა: 7 ნოემბერი / განცხადების ვადა: 7 დეკემბერი

"ორიგინალი ჯგუფის" რესტორნების ქსელი "ჩემო კარგო"  აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის  პოზიციაზე.

ხდება ქსელის გაფართოება, ახალი ობიექტების და მიმართულებების დამატება, მომსახურებების, კერძების ხარისხის და მრავლფეროვნების დახვეწა.

ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციიდან გამომდინარე 
თანხა მერყეობს: 1500-დან 2500 ლარამდე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი/მდედრობითი
** ასაკი: 25-40 წელი
** აუცილებელია კადრს ჰქონდეს მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილების სტაჟი;
** უმაღლესი განათლება: სასურველია, PR და მარკეტინგის ტექნოლოგიის სპეციალისტი;
** პრეზენტაციების მომზადებისა და ჩატარების უნარ-ჩვევები აუცილებელი პირობაა.

მარკეტინგის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:

** ახდენს რესტორნების ბაზრის მარკეტინგულ და პროგნოზულ ანალიტიკურ კვლევას,  რის  საფუძველზეც ადგენს კომპანიისათვის წარდგენილ მოთხოვნათა ნუსხას, საზოგადოების თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით;
** კომპანიის სტრატეგიული გეგმის შესრულების მიზნით, ადგენს ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვის ყოველწლიურ გეგმას და პასუხისმგებელია მისი შესრულების მიზნობრიობასა და ეფექტიანობაზე;
** გეგმავს, ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს კომპანიაში თანამშრომელთა მიერ სამუშაოს შესრულებას. 
** აკონტროლებს სტუმრების მომსახურების ხარისხს (ფბ-ის საშუალებით და ჩართულია მედია მარკეტინგის მიმართულებაში);
** კურირებს კომპანიის მართვაში არსებულ რესტორნებში ღონისძიებების დაგეგმვას ან მონაწილეობს; 
** უზრუნველყოფს შეხვედრას, მათთვის სასურველი ღონისძიების მომზადებას, დაგეგმვას და შესრულების კონტროლს (თუ ეს არის  სატელევიზიო ან რადიო გადაცემა, სარეკლამო ჭრილში);
** გაყიდვების კუთხით მუშაობს კორპორატიულ მომხმარებლებთან/პარტნიორებთან; 
** კურირებს სხვადასხვა მიმდინარე პროექტებს.
** მუშაობს ბრენდის საფირმო სტილზე; საფირმო სტილის გამოყენებასთან დაკავშირებით აწარმოებს მარკეტინგულ კონტროლს;
** ახდენს რეკლამისა და სხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვის  ეფექტურობის ანალიზს და ანგარიშგებას ხელმძღვანელობასთან;
** დადგენილი ბიუჯეტის შესრულების მკაცრი კონტროლი, ცვლილებების შესახებ ხელმძღვანელობისა და ფინანსური განყოფილების დროული ინფორმირება; უნდა ჰქონდეს აწყობილი ექსელში,(ბიუჯეტი, ბთლ ცალკე, სარეკლამო ცალკე).
** კომპანიის მიერ დაწესებული პროცედურისა და მისთვის ხელსაყრელი პირობების შესაბამისად ქვეკონტრაქტორებთან სამუშაო პირობების შეთანხმება და ხელშეკრულებების გაფორმება;
** სამუშაოთა შედეგების რეგულარული ანგარიშგების წარმოება და ხელმძღვანელობისათვის გადაცემა.
** სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა.
** ივენთების დაგეგმვაში მონაწილეობა, მომღერლების მოწვევა (თუ ეს საჭირო იქნება) და ამის გაპიარების მაქსიმალურად ორგანიზება;
** ჰქონდეს ბრენდების მიხედვით განვითარების სტრატეგია (მარკეტინგული ნაწილი): ხედვა (მისიის ნაწილი), გარე ფაქტორების ანალიზი, იმიჯი (შიდა რესურსები/გარემო, მოკლევადიანი გეგმები, გრძელვადიანი გეგმები, აღსრულების დეტალური გეგმა, კონტროლის და ეფექტურობის გაზომვის გეგმა).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოაგზავნეთ ან წარმოადგინეთ ერთი პროექტის პრეზენტაცია, რომელიც გაგიკეთებიათ  პირადად ან გუნდის დახმარებით (მაქსიმუმ 15 წუთიანი), ელფოსტაზე: chemokargo.hr@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru