www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გამყიდველ-კონსულტანტი - თბილისი, წნორი
მომწოდებელი: კარტლისი
გამოქვეყნდა: 7 ნოემბერი / განცხადების ვადა: 7 დეკემბერი

აგრო კომპანია "კარტლისი" აცხადებს ვაკანსიას გამყიდველ-კონსულტანტის თანამდებობაზე, 25-45 წლის ასაკის მქონე ქალის ან მამაკაცისათვის.

თანამდებობა: გამყიდველ-კონსულტანტი;

სამუშაო ადგილი:

1. ქ. თბილისი (ავტოსადგური "ოკრიბა"-ს მიმდებარედ);
2. ქ. წნორი (ქალაქის ცენტრი);

სამუშაო საათები: სამუშაო დღე სრული განაკვეთით

მოვალეობები:

** კონსულტაციების გაწევა ფერმერებისათვის;
** გაყიდვების წარმოება მაღაზიაში;
** პროდუქციის გაყიდვებთან დაკავშირებული აქციების ჩატარება.

ცოდნა და უნარ-შესაძლებლობები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მცენარეთა დაცვის ან აგრონომის სპეციალობით; შესაძლებელია ფარმაცევტული განათლება);
** გამოცდილება სოფლის მეურნეობის სფეროში;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** გაწონასწორებულობა, მაღალი თვითკონტროლი;
** რთულ სიტუაციებში კომუნიკაციის უნარი;
** კარგი მეტყველების უნარი.

შერჩეული კანდიდატი გაივლის ანაზღაურებად სტაჟირებას სამთვიანი გამოსაცდელი ვადით. ამ პერიოდის განმავლობაში მას ჩაუტარდება უფასო ტრეინინგები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: vacancy@cartlis.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სამუშაოს ადგილი (ქალაქი ან რაიონი), სადაც გსურთ დასაქმება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru