www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომპანიების კვალიფიკაცია სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის
მომწოდებელი: World Vision
თანდართული ფაილი: wv-app.zip
გამოქვეყნდა: 7 ნოემბერი / განცხადების ვადა: 7 დეკემბერი

"World Vision International"-ის ფილიალი საქართველოში აცხადებს კომპანიების წინასწარ კვალიფიკაციას სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის.

"ვორლდ ვიჟენი" მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელიც განვითარებისა და ადვოკატირების მიმართულებით მუშაობს. კომპანია ოპერირებს 100-მდე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს http://www.wvi.org/georgia

"ვორლდ ვიჟენის ფილიალი" საქართველოში იწვევს პოტენციურ სამშენებლო კომპანიებს, წინასწარ კვალიფიკაციის პროცესში მონაწილეობის მისაღებად.

"ვორლდ ვიჟენის" ფილიალს საქართველოში დაგეგმილი აქვს მცირე მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება თბილისში, იმერეთში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში. დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი წინასწარი კვალიფიკაციის დოკუმენტაცია, რათა შემდგომ ეტაპზე მიიღონ მონაწილეობა სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერებში. წინასწარ კვალიფიცირებული კომპანიები შეირჩევიან 2 წლის ვადით და მხოლოდ ისინი მიიღებენ სატენდერო წინადადების მოთხოვნებსა თუ სამუშაოთა ჩამონათვალს განსაფასებლად.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

** კომპანიის შესახებ ინფორმაცია დადგენილი ფორმატის მიხედვით (მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა);
** რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
** ინფორმაცია სამი რეკომენდატორის შესახებ (კომპანიისა და პოზიციის მითითებით).

განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ ელექტრონულად, ელ. მისამართზე: Geoo_tender@wvi.org ისევე როგორც დალუქულ კონვერტში, ზემოთ მითითებულ მისამართზე.

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 7 დეკემბერი, 2018, 18:00.

გთხოვთ, ელ. წერილის საგანში მიუთითოთ: "Pre-qualification, Rehabilitation Works".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru