www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 7 ნოემბერი / განცხადების ვადა: 7 დეკემბერი

სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
** საოფისე კომპიუტერული (MS Office) და ბუღალტრული პროგრამის ცოდნა (Superfin, Oris)
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების კარგად ცოდნა;
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ფლობა.

მოვალეობები:

** საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტის და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** ბანკის ამონაწერის პროგრამულად ასახვა;
** დებიტორებთან და კრედიტორებთან შედარება;
** დეკლარაციების მომზადება და გადაგზავნა, საქართველოში არსებული საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;
** ბანკის გადარიცხვების წარმოება;
** ანგარიშგებების მომზადება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, დაარქივება და კონტროლი;
** ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი;
** კომპანიის აღრიცხვის საგადასახადო კანონმდებლობასა და ფინანსური აღრიცხვის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

აუცილებელი უნარები:

** ოპერატიული, სწრაფი და ენერგიული;
** უაღრესად მოწესრიგებული და დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** დეტალებზე და საქმის სრულყოფილად შესრულებაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@cth.ge და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru