www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: საერთაშორისო ორგანიზაცია
გამოქვეყნდა: 7 ნოემბერი / განცხადების ვადა: 7 დეკემბერი

სასწრაფოდ! საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიას საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელის პოზიციაზე საქართველოში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ინგლისური და რუსული ენის კარგად ცოდნა (როგორც ვერბალური ისე წერითი ნაწილი)
** ორგანიზაციული გამოცდილება( დამოუკიდებლად პროექტების ხელმძღვანელობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება)
** კანონმორჩილება
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** პროფესიული წარმატებებისა და მიღწევების დეტალური აღწერა ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში (სასურველია გამოხატული იყოს ციფრებში)
** მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით (პრესა, ტელევიზია, რადიო) ჩართულობა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება
** აუცილებელია კანდიდატი გამოირჩეოდეს ინიციატივისა და მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობით

მოვალეობები:

** საქველმოქმედო ფონდის საქმიანობის ხელმძღვანელობა
** ფონდის განვითარებისთვის ბიზნეს გეგმის, სტრატეგიის შემუშავება ერთი წლით, სამი თვით. შედეგების მიხედვით ანგარიშების წარდგენა
** პროექტისთვის თანამშრომელთა შერჩევა, გუნდის მართვა
** სხვადასხვა ორგანიზაციებთან, კომპანიებთან თანამშრომლობის გაღრმავება, ინვესტიციების მოზიდვა
** მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით (პრესა, რადიო, ტელევიზია) საჯარო გამოსვლები, პროექტის პრეზენტაციები
** მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ფონდის შესახებ გავრცელებული ინფორმაციების კონტროლი, სპონსორებთან ანგარიშის წარდგენა
** მარკეტინგული გეგმის, სტრატეგიის შემუშავება
** სხვადასხვა საქველმოქმედო აქციების ორგანიზება

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი
** სამუშაო გრაფიკი -არანორმირებული
** კანდიდატი მზად უნდა იყოს მივლინებებისთვის საზღვარგარეთ
** თანამდებობრივი სარგო - 18000 ლარი (პლუს ბონუსური სისტემა)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე რუსულ ან ინგლისურ ენაზე newservicehr@gmail.com (აუცილებელია რომ რეზიუმე იყოს მაქსიმალურად ინფორმაციული და ამომწურავი, თან დაურთეთ სამოტივაციო წერილიც).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru