www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი - გორი
მომწოდებელი: მეტრომარტი
გამოქვეყნდა: 8 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

ტექნიკის ჰიპერმარკეტი "METROMART"-ი ქალაქ გორში ახალი მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "მეტრომარტ"-ი არის, ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში, კომპანია 2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. "მეტრომარტ"-ის მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.

ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა;
** MS Office - ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
** კომპანიაში არსებული სტანდარტის დაცვის უზრუნველყოფა;
** პრობლემატურ მომხმარებელთან საკითხების მოგვარება;
** ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და მის სისწორეზე პასუხისგება;
** გაყიდვებისა და მასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხების მოგვარება
** სასაქონლო მარაგების ანალიზი და ნაშთების მუდმივი კონტროლი;
** კონკურენტების საქმიანობის შესწავლა და ანალიზი;

პიროვნული თვისებები:

** ლიდერული უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი
** ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე vacancy@metromart.ge 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru