www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კურსი - დიპლომატია: თეორიული და პრაქტიკული ასპექტები
მომწოდებელი: მიქელაძის სახ. დიპლომატიური ტრენინგის ინსტიტუტი
თანდართული ფაილი: moduls.zip
გამოქვეყნდა: 8 ნოემბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს კურსს სტუდენტებისა და დაინტერესებულ პირთათვის: კურსის სახელწოდება: "დიპლომატია: თეორიული და პრაქტიკული ასპექტები".

კურსის მიზანია უშუალო პირადი და მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების მქონე პირების (ელჩების) მიერ პრაქტიკული, სპეციალურად შედგენილი ტრენინგის ჩატარება საერთაშორისო ურთიერთობებისა და სოციალურ მეცნიერებათა სტუდენტების, საჯარო მოხელეების და სხვა დაინტერესებული პირებისათვის ქართული დიპლომატიის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების თაობაზე.

კურსი მომზადებულია იმდაგვარად, რომ ამომწურავი და განსაკუთრებული, ექსკლუზიური ინფორმაცია და ცოდნა მიაწოდოს მსმენელს ეროვნული და საერთაშორისო დიპლომატიური საქმიანობის უახლესი ისტორიისა და პრაქტიკის, გამოწვევებისა და პრიორიტეტების შესახებ, ასევე ქართული და უცხო ქვეყნების დიპლომატიური საქმიანობის თავისებურებების, მიმდინარე გლობალური და რეგიონალური ტენდენციების, გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და ორმხრივი და მრავალმხრივი დიპლომატიის განხორციელების სპეციფიკის თაობაზე. კურსი მოიცავს არამხოლოდ თეორიულ არამედ პრაქტიკულ მეცადინეობებსაც მოლაპარაკების მომზადებისა და სიმულირების თვალსაზრისით.

კურსის მოდულებს უძღვებიან და წაიკითხავენ ელჩები, დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარები, რომელთაც საქმიანობის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ უმაღლეს დიპლომატიურ თანამდებობებზე.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ საქართველოს დიპლომატიის წარმოების ყველა პრაქტიკული და თეორიული ასპექტი დაწყებული დაგეგმარებიდან დასრულებული განხორციელებით. კურსი ძირითადად განკუთვნილია სტუდენტებისა და დიპლომატიით დაინტერესებული დამწყები რანგის მოსამსახურეებისათვის, თუმცა ღიაა ყველა სხვა დაინტერესებული პირისათვის, რომელთაც აქვთ დიპლომატიურ სამსახურთან პროფესიული თანამშრომლობის ინტერესი.

კურსდამთავრებულები მიიღებენ დიპლომატიური ინსტიტუტის შესაბამის სერტიფიკატს. კურსის ღირებულებაა 200 ლარი.

ინსტიტუტი იტოვებს უფლებას ტრენინგის განმავლობაში მოახდინოს კურსის ცვლილება ან დამატება საჭიროებისა და მონაწილეთა მხრიდან ინტერესის შემთხვევაში. ტრენინგები გაიმართება ინსტიტუტის ბაზაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში.

ლექციები დაიწყება 3 დეკემბერს.

რეგისტრაციისთვის და კურსის სასურველი ხანგრძლივობის და გრაფიკის ასარჩევად გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSd5ooyI54hQuJRnY8B8zOAQ1G0sZzRmIHvngXB--q4R_ATQWg/viewform?usp=sf_link

კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 23 ნოემბერი.

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ტელ.: (+995 32) 2945000 (2398);
ელ. ფოსტა: training@mfa.gov.ge

კურსის მოდულები იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru