www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ფარმადეპო
გამოქვეყნდა: 8 ნოემბერი / განცხადების ვადა: 8 დეკემბერი

"ფარმადეპო" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** Facebook-ის, ინსტაგრამის, იუთუბისა და მაივიდეოს არხის მართვა;
** სოციალურ და ონლაინ მედიაში სტრატეგიის და გეგმის შემუშავება;
** სოციალური არხებისთვის კონტენტის შექმნა;
** ონლაინ აქტივობების დაგეგმარება;
** ბრენდის მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა და ანალიზი;
** ინსაიტების ანალიტიკა;
** რეპორტინგი;
** Facebook რეკლამის განთავსების დაგეგმარება და მართვა;
** დიზაინერთან მჭიდრო თანამშრომლობა (ვებ ბანერებისა და ფეისბუქის ჰედერისა და ბანერების დამზადება);
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვასა და ბიუჯეტირებაში მონაწილეობის მიღება, საკომუნიკაციო გეგმის შესაბამისად კონტენტის შექმნა და ონლაინ მედიაში განთავსება;
** მომხმარებელთან მჭიდრო ინტერაქცია (კითხვებზე პასუხის გაცემა, გადამისამართება);
** ტექნოლოგიების შესახებ სიახლეების მუდმივად გაცნობა;
** კომპანიის ვებ-საიტის მართვა, მუდმივად გაუმჯობესება;
** პიარ კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
** კომპანიაში არსებული სიახლეების და მიმდინარე ღონისძიებების, მარკეტინგული აქტივობების მედიაში გაშუქება და კონტროლი;
** შიდა კორპორატიული პიარის განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია სოციალური მედიის მართვის გამოცდილება;
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია პიარ პროექტების მართვის და სხვადასხვა მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება;
** აუცილებელია იცნობდეს Facebook-ის გვერდის და ვებ საიტის მართვის საფუძვლებს;
** აუცილებელია იცნობდეს Facebook სარეკლამო კამპანიის მართვის და ონლაინში რეკლამის განთავსების საფუძვლებს;
** აუცილებელია ქართული ენის ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** აუცილებელია MS Office-ის ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სასურველია შემდეგი პროგრამების ცოდნა: Photoshop, illustrator, InDesign და სხვა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კრეატიული აზროვნება, ე.წ. out of box thinking;
** შედეგზე ორიენტირებული;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ორგანიზებული, დროის ეფექტური მართვის უნარი;
** დისციპლინირებული.

შესაფერისმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ განაცხადები მისამართზე: vacancy@gepha.com და "Subject"-ში მიუთითეთ "სოციალური და მედიის მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru