www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წამყვანი React Native დეველოპერი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 8 ნოემბერი / განცხადების ვადა: 8 დეკემბერი

"ვაბაკო" სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე, განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ ენთუზიაზმით აღსავსე, მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის მაღალი დონის პროდუქტების შესაქმნელად.

ვეძებთ წამყვან React Native დეველოპერს, რომელთან ერთად შევქმნით მაღალი კლასის პროდუქტებს დიდი კორპორაციებისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** React, React Native და Redux-ის კარგი ცოდნა;
** CSS3, HTML5 და JS (ES6+) კარგი ცოდნა;
** ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების (OOP) პრინციპების ცოდნა და და აღქმა;
** პროექტირების და პროგრამირების პატერნების ცოდნა;
** ვებ პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მეთოდოლოგიებისა და პროცესის ცოდნა მაღალ დონეზე;
** მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება პროგრამირებაში;
** ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში ან შესაბამისი პროგრამების ცოდნის სერთიფიკატები.

პლიუსად ჩაითვლება:

** Android/iOS მობილური დეველოპმენტის გამოცდილება;
** Lerna-სა და Metro Bundle-ში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "React Native Developer".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru