www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელექტროქსელების ინჟინერი
მომწოდებელი: ნეოტექი
გამოქვეყნდა: 8 ნოემბერი / განცხადების ვადა: 8 დეკემბერი

კომპანია "ნეოტექი" უსაფრთხოების სისტემების ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. კომპანიამ 13 წლიანი არსებობის მანძილზე წარმატებული საქმიანობით შეძლო უსაფრთხოების სისტემების ბაზარზე წამყვანი პოზიციების დაკავება და ხარისხზე ორიენტირებული კომპანიის სახელის მოპოვება. ბოლო წლები კომპანია «ნეოტექი» ფლობს საქართველოს უსაფრთხოების ბაზრის მნიშვნელოვან სეგმენტს და ითვლება ამ ბაზარზე ლიდერ კომპანიად. კომპანიის საინჟინრო ჯგუფის პოტენციალი და პარტნიორების ტექნიკური გუნდის მხარდაჭერა აძლევს კომპანიას შესაძლებლობას განახორციელოს საერთაშორისო ნორმატივებზე დაფუძნებული ნებისმიერი სირთულის პროექტი. უსაფრთხოების სისტემების მიმართულებით საქართველოში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პროექტი სწორედ "ნეოტექი"-ს მიერაა განხორციელებული. კომპანიის კლიენტებს წარმოადგენენ ყველაზე მსხვილი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები. კომპანიის საქმიანობის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენს ვიდეოსათვალთვალო, დაცვით-საგანგაშო და სახანძრო სიგნალიზაციების, კომპიუტერული ქსელების, ხანძარქრობის, საკონფერენციო, გახმოვანების, შეზღუდული დაშვების, სუსტ დენებზე დაფუძნებული სხვა სისტემების პროექტირება, მონტაჟი და ინსტალაცია. კომპანია უსაფრთხოების სისტემების მწარმოებელი რამდენიმე მსოფლიო ლიდერი ბრენდის ავტორიზებული დილერია და საქართველოში მათი პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებს.

კომპანია "ნეოტექი" ფლობს მომსახურების ხარისხის მენეჯმენტის საერთაშორისო სერთიფიკატს ISO 9001 2008 (2015 წლის 6 ივლისიდან) რაც ადასტურებს კომპანიის მენეჯმენტის და სტრუქტურის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან.

კომპანია "ნეოტექი" დასაქმებულებს სთავაზობს სტაბილურ სამუშაო გარემოს და პროფესიული ზრდის შესანიშნავ საშუალებას და აცხადებს ვაკანსიას ელექტროქსელების ინჟინრის თანამდებობაზე.

სამსახურეობრივი მოვალეობები:

** ობიექტის მოკვლევა შემდგომ ნახაზის და პროექტის მომზადების მიზნით;
** დასმული ამოცანის გადაწყვეტის შესაბამისი ტექნიკური დავალების შედგენა;
** კლიენტთან კომუნიკაცია;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** ელექტროქსელების მოწყობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ელექტროქსელების პროექტირების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** გრაფიკულ პროგრამა AUTOCAD -ის მოხმარება (ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად);
** ტექნიკური ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** მართვის მოწმობა;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;

ანაზღაურება 1875 ლარი დარიცხული, მოქმედებს საბონუსე სისტემა;
გამოსაცდელი პერიოდი: მინიმუმ 1 თვე, მაქსიმუმ 3 თვე (განიხილება ინდივიდუალურად);
გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში არ მოქმედებს საბონუსე სისტემა;

დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო ფორმის შესავსებად გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განაცხადები ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru