www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის/სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ყავის ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 8 ნოემბერი / განცხადების ვადა: 8 დეკემბერი

"ყავის ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის/სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

გმადლობთ, რომ განიხილავთ შესაძლებლობას გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი! არ იჩქაროთ, გთხოვთ პირველ რიგში გაეცნოთ მოკლე ინფორმაციას კომპანიის და მისი საქმიანობის შესახებ, ხოლო შემდგომ გადახვიდეთ ვაკანსიის ტექსტზე.

ყავის ლაბორატორიის შესახებ:

ყავის ლაბორატორია დაარსდა 2 წლის წინ იმ მიზნით, რომ შექმნას "ტრადიციული" ყავისგან სრულიად განსხვავებული, ალტერნატიული გემო და მისი მომზადების და მოხმარების განსხვავებული კულტურა.

იცოდით, რომ ყავა ხილია, რომელსაც 1-ზე ბევრად მეტი გემო აქვს?

სწორედ ამ არაჩვეულებრივი გემოს მისაღწევად ჩვენ ვეძებთ და ჩამოგვაქვს ყველაზე საინტერესო თვისებების მქონე მოუხალავი Specialty მარცვალი, ვხალავთ მას ადგილზე, მის საუკეთესო გემოს გამოსავლენად და ვაწვდით ჩვენს პარტნიორ რესტორნებს, სასტუმროებს, კაფეებს თუ ოფისებს. გარდა ყავისა, ჩვენ ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ყავის ტექნიკის ინდუსტრიის 20-ზე მეტ წამყვან მსოფლიო ბრენდს საქართველოში და წარმატებულად ვადგავართ გზას ვიყოთ ყველაზე ინოვაციური, პროგრესული, დინამიური და კომპეტენტური ყავის კომპანია საქართველოში.

ძირითადი ამოცანები:

** ბიზნეს სტრატეგიასთან შესაბამისი ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება
** კომუნიკაციის გეგმის შემუშავება
** ციფრული არხების (WEB, Blog, Facebook, Instagram, Google, Tripadvisor) ანალიზი
** ხარვეზების გამართვა და მართვა
** ციფრული მარკეტინგის ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა
** ტექსტობრივი, ფოტო და ვიდეო კონტენტის შემუშავება
** სოციალურ ქსელებში შემოსულ კითხვებზე/კომენტარებზე on-line რეჟიმში რეაგირება
** შექმნას, დაგეგმოს და განახორციელოს კომპანიის სტრატეგიასთან შესაბამისი მარკეტინგული აქტივობები.

სამუშაო განაკვეთი - სრული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: hi@coffeelab.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru