www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საახალწლო აქციის თანამშრომელი
მომწოდებელი: ალტაოქეი
გამოქვეყნდა: 8 ნოემბერი / განცხადების ვადა: 25 ნოემბერი

შპს "ალტაოქეი"-ს საცალო ქსელი წარმოდგენილია 13 სავაჭრო ობიექტით მთელი ქვეყნის მასშტაბით და სათავო ოფისით ქ. თბილისში. ვთანამშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Apple, Samsung, Asus, Intel, Canon, Sony, HP, Panasonic, Lenovo, Huawei, AEG, Zanussi, Hansa, Candy, Indesit, Ariston, და ა.შ.

"ალტაოქეი"-ს მთავარ ღირებულებას მომხმარებლების, თანამშრომლების, პარტნიორებისა და საზოგადოების კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა წარმოადგენს. ჩვენ შევძელით, საუკეთესო ექსპერტული კონსულტაციით, სანდოობით, ბაზარზე მუდმივი საიხლეებისა და ინოვაციების დანერგვით, მოგვეპოვებინა ტექნიკის გაყიდვის სფეროში წამყვანი კომპანიის სახელი.

"ალტაოქეი" აცხადებს ვაკანსიას საახალწლო აქციის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამსახურის მახასიათებლები:

სამუშაო პერიოდი: მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან - 25 დეკემბრის ჩათლით;
ანაზღაურება: 300 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მიერ დაგეგმილი საახალწლო აქციის პირობების გაცნობა მომხმარებლებისთვის;
** მომხმარებლისთვის აქციით გათვალისწინებული ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა;
** მაღაზიაში სივრცის კონტროლი და მომხმარებლების მაქსიმალური ინფორმირებულობის უზრუნველყოფა;

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საქმიანობის სწრაფი ორგანიზების და კოორდინაციის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@altaok.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "აქციის თანამშრომელი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 25 ნოემბერი 2018 წელი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru