www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: Hualing International Special Economic Zone
თანდართული ფაილი: hualing-app.zip
გამოქვეყნდა: 8 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

საერთაშორისო კომპანია "ჰუალინგ ჯგუფს" დეველოპერული პროექტების მართვის სფეროში 30 წლიანი გამოცდილება გააჩნია და მრავალი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული: საბითუმო და საცალო სავაჭრო ცენტრები, საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროების ქსელი, ხორც-პროდუქტების, ხე-ტყის, ქვის გადამამუშავებელი საწარმოები და სხვ.

"ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე დიდ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც 2007 წლიდან სამშენებლო, დეველოპერულ, საფინანსო და საწარმოო სფეროებში ოპერირებს. საქართველოში მის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს შორის "თბილისის ზღვის ახალი ქალაქი" გამოირჩევა, რომლის ფარგლებშიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015" -ის ოლიმპიური სოფელი და ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი "თბილისის ზღვის პლაზა" არის განთავსებული.

"ჰუალინგ ჯგუფის" წევრი კომპანია "Hualing International Special Economic Zone" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30

ძირითადი ფუნქციები:

** საპროექტო დავალებების შედგენა და საპროექტო დაკვეთა
** სატენდერო პროექტებისთვის ორგანიზების გაწევა
** საესკიზო პროექტების გაუმჯობესება და მოსაზრებების შეთავაზება
** დასწრება საპროექტო ხელშეკრულებების პირობების შემუშავებისას (სპეციალობის ნაწილში),საჭიროების შემთხვევაში დასწრება საპროექტო ხელშეკრულების მოლაპარაკებისას
** ჩართულობა პროექტირების პროცესში სამიზნე პროექტის ღირებულების, ხარისხისა და პროექტის გეგმის მართვის განსაზღვრაში
** საპროექტო ორგანიზაციების მიერ ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების განსაზღვრული პირობების შესრულების მდგომარეობის ორგანიზება
** საპროექტო ჯგუფისგან წარმოდგენილი პროექტების ექსპერტიზა
** საპროექტო ხელშეკრულების და ხელშეკრულების ხელმოწერის პროცედურის მონიტორინგი
** ტექნიკური გადაწყვეტილების შემოწმება-შეფასების ორგანიზება, საპროექტო ნორმებისა და სტანდარტების გამოყენებით
** საპროექტო სამუშაოების განხორციელება/ მონიტორინგი
** მუშა ნახაზის შემოწმების ორგანიზება და საპროექტო ინსტრუქტაჟის გაწევა
** პროექტის ცვლილებების მართვა, ობიექტზე ფარული სამუშაოების შემოწმება-მიღების, საფუძველისა და საძირკვლის კონსტრუქციის შემოწმება-მიღებას, ძირითადი კონსტრუქციის შემოწმება-მიღების და დასრულებული სამუშაოების საბოლოო შემოწმება-მიღების ორგანიზება.
** სამშენებლო ობიექტების პერიოდული შემოწმება-კონტროლი გაცემული სამშენებლო ნებართვის შესაბამისად
** სამშენებლო ვადების მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები პოზიციის მიმართ:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების და ასევე ArchiCad/AutoCad პროგრამის ცოდნა
** N41 დადგენილების ცოდნა და პროექტში გათვალისწინება

პროფესიული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** პრობლემების იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი
** ენერგიულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ( CV) მისამართზე: hr@hualing.ge 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება რომელზეც აკეთებთ განაცხადს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru