www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარისხის კონტროლის მენეჯერი
მომწოდებელი: სფეისი
გამოქვეყნდა: 8 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 ნოემბერი

"სფეისის" გუნდის შესახებ:

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდილება.

ვის ვეძებთ?

ხარისხის კონტროლის მენეჯერს:

** რომელიც არის ცნობისმოყვარე, ტექნოლოგიურად გათვითცნობიერებული და გამბედავი
** ვისაც არ ეშინია ექსპერიმენტების გამოწვევების, სიახლეების და ძალიან ბევრი მუშაობის
** შეძლებს, იყოს თვითორგანიზებული ეჯაილ გუნდის ნაწილი
** აქვს ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი
** აქვს ბიზნეს პროექტებში ხარისხის კონტროლის მენეჯერად მუშაობის 1+ წლიანი გამოცდილება

რას გააკეთებ?

** ჩაერთვები პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სრულ პროცესში (SDLC)
** მონაწილეობას მიიღებ ინოვაციური ბიზნეს პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნაში
** დაწერ ტესტირების გეგმას და Test Case-ებს ბიზნეს პროცესებისა და პროდუქტის ფუნქციონალის გასატესტად
** შექმნი ავტომატური ტესტების სისტემას და მიიღებ მონაწილეობას black & white box ტესტირებაში

კარგი იქნება რომ გქონდეს:

** Scrum და Kanban ფრეიმვორკების ცოდნა
** UX/UI გუნდებთან კოლაბორაციის გამოცდილება

როგორ დაგვიკავშირდე?

გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru