www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტოგასამართი სადგურის მენეჯერი - გურჯაანი
მომწოდებელი: სან პეტროლიუმ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 8 ნოემბერი / განცხადების ვადა: 19 ნოემბერი

"გალფ ოილ ინტერნეშენალი"-ს ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში - "სან პეტროლიუმ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას კომპანიის საცალო ქსელში ავტო გასამართი სადგურის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. გურჯაანი (ჩუმლაყი)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

პოზიციის ძირითადი ამოცანები:

** ავტო გასამართ სადგურზე მოქმედი ბიზნესების (საწვავი, არანავთობპროდუქტები, მაღაზია) ყოველდღიური განვითარება, მართვა და კონტროლი;
** ნაღდი ფულის, საწვავის და სხვა მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა საგადასახადო კანონმდებლობასთან და დამსაქმებლის მითითებებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** ავტო გასამართი სადგურის ტერიტორიაზე მომუშავე პერსონალის მართვა და კონტროლი;
** პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან და მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლებთან;
** ავტო გასამართი სადგურის ტერიტორიის, შენობა-ნაგებობების და მოწყობილობების წესრიგის უზრუნველყოფა;

საგანმანათლებო და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში;
** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის/ გუნდის ეფექტურად მართვის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office პროგრამები);
** ენების ცოდნა: ქართული - მშობლიური, სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;

აუცილებელი უნარები:

** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური, ლოგიკური და სხარტი აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა ;
** შემჭიდროვებულ ვადებში სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;
** გაყიდვების გაზრდისათვის აუცილებელი უნარები
** ბიზნეს ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების უნარები;
** პრობლემების მარტივად გადაწყვეტის უნარი;

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, CV (Curriculum Vitae) გადმოაგზავნეთ შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" ("გალფი") ელექტრონულ მისამართზე: career@gulf-ge.com 2018 წლის 19 ნოემბრამდე. გთხოვთ ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის და რეგიონის დასახელება

შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

** ეთანხმებით, რომ შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ამასთან, ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;
** ანიჭებთ შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
** გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიაში" თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე [CV], ასევე, თქვენს შესახებ კომპანიაში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru