www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Back End დეველოპერი
მომწოდებელი: სფეისი
გამოქვეყნდა: 8 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 ნოემბერი

"სფეისის" გუნდის შესახებ:

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდილება.

ვის ვეძებთ?

Backend დეველოპერს:

** რომელიც არის ცნობისმოყვარე, ტექნოლოგიურად გათვითცნობიერებული და გამბედავი
** ვისაც არ ეშინია ექსპერიმენტების გამოწვევების, სიახლეების და ძალიან ბევრი მუშაობის
** შეძლებს, იყოს თვითორგანიზებული ეჯაილ გუნდის ნაწილი
** აქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი, შეუძლია Open Source და კომერციულ გადაწყვეტილებების გარჩევა, ხარვეზების აღმოჩენა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების შემუშავება
** აქვს ბიზნეს პროექტებში C# .NET-ზე დეველოპმენტის 3+ წლიანი გამოცდილება
** აქვს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების (OOP) პრინციპებისა და Design Pattern-ების ცოდნა
** აქვს SQL server და/ან PostgreSQL რელაციურ ბაზებთან მუშაობის გამოცდილება

რას გააკეთებ?

** ჩაერთვები პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სრულ პროცესში (SDLC)
** მონაწილეობას მიიღებ ინოვაციური ბიზნეს პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნაში
** გააკეთებ 3-rd Party API-ების ინტეგრაციას და ბიზნეს პროცესების ორკესტრაციას

კარგი იქნება რომ გქონდეს:

** .Net Core-თან მუშაობის გამოცდილება
** Scrum და Kanban ფრეიმვორკების ცოდნა
** UX/UI გუნდებთან კოლაბორაციის გამოცდილება
** ქსელისა და უსაფრთხოების საწყისების ცოდნა
** ასინქრონული პროგრამირების გამოცდილება, როგორიცაა Rabbit MQ, MSMQ და სხვა, ჩაითვლება უპირატესობად

როგორ დაგვიკავშირდე?

გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru