www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 8 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციაზე: საერთაშორისო მარკეტინგის ქართულენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი მიმართულების დოქტორის აკადემიური ხარისხი;
** საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** დარქში ექსპერტული და პრაქტიკული არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** შესაბამის მიმართულებაში/დარგში ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სია და ინფორმაცია საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის შესახებ;

დამატებითი მოთხოვნები:

** უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურის, კურიკულუმის, სილაბუსისა და პროგრამებთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების ცოდნა;
** ინოვაციური და კრეატიული ხედვა პროგრამების განვითარებაზე;
** ორგანიზაციული მართვის უნარი;
** სტუდენტებთან და პერსონალთან საქმიანი და კორექტული ურთიერთობების უნარი;
** ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
** თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება უცხოეთში მიღებული განათლების მქონე პირს.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი სრული;
** სამუშაო საათების რაოდენობა 40 სთ;
** პირველი ეტაპი: საკონკურსო განაცხადების გადარჩევა.
** მეორე ეტაპი: გასაუბრება
** მესამე ეტაპი: პროგრამის კონცეფციის წარდგენა

7 დეკემბრამდე გასაუბრების დასრულება.
10-15 დეკემბრამდე საჯარო პრეზენტაცია ან ონლაინ პრეზენტაცია უცხოეთის მოქალაქეების შემთხვევაში.
15-25 დეკემბრამდე პროგრამის კონცეფციის წარდგენა.

კონკურის ვადა:

საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2018 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@ciu.edu.ge

მადლობთ, რომ დაინტერესდით ვაკანსიით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru