www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT სპეციალისტი - ბათუმი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 8 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 ნოემბერი

შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს შემდეგ ვაკანსიას: IT სპეციალისტი - ბათუმი

გრაფიკი: სრული ან ნახევარი განაკვეთი
ბოლო ვადა: 18 ნოემბერი, 2018 წელი

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის ობიექტებში კომპიუტერული ქსელის, კომპიუტერული ტექნიკის, ციფრული კამერების, სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობის მონტაჟი, გამართვა, კონფიგურირება.
** ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული პროგრამების ინსტალაცია და მხარდაჭერა.
თანამშრომლების მხარდაჭერა სხვადასხვა ტიპის ტექნიკური და პროგრამული პრობლემების მოგვარებაში (მათ შორის სატელეფონო).

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კომპიუტერულ მეცნიერებათა განხრით. მიიღებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც.
** კომპიუტერული ქსელების, ინტერნეტის და საკაბელო სისტემების მოწყობის ძირითადი პრინციპების ცოდნა.
** კომპიუტერის ტექნიკური მხარეების ცოდნა.
** ოპერაციული სისტემების ცოდნა.
** პროგრამების ინსტალაციის ცოდნა.
** პერიფერიულ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება.
** სწრაფად ათვისების უნარი და ახალი ტექნოლოგიების შესწავლის სურვილი.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ქართული, ინგლისური(სასურველია) და რუსული(სასურველია) ენების ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრუნული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები

** CV და ფოტოსურათი 3X4 1ც.;
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16; ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);

ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილი წერილის სათაურში(Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "IT Specialist", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru