www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: მედისონ ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 26 დეკემბერი

სამედიცინო კომპანია "მედისონ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალის მიმართულებით (მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი სასურველია);
** სასურველია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (საერთო ან სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით);
** სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი; (პრიორიტეტი მიენიჭება ჯანდაცვისა და/ან შესყიდვების სფეროში მიღებულ გამოცდილებას);
** სასამართლოში წარმომადგენლობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოება;
** კომპანიის სამართლებრივი დოკუმენტაციის, შიდა აქტების, ხელშეკრულებების, ბრძანებების მომზადება და ვიზირება;
** წერილების და განცხადებების/მიმართვების პროექტების მომზადება;
** კომპანიის ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებში;
** ხელშეკრულებების აღრიცხვა და სისტემატიზაცია;
** საკანონმდებლო სიახლეების შესახებ კომპანიის დირექტორის და შესაბამისი პირების ინფორმირება;
** წერილების და განცხადებების/მიმართვების პროექტების მომზადება;
** იურიდიულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები:

** გამიხილება როგორც სრული, ასევე ნახევარი სამუშაო გრაფიკი.
** სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე hr@medison.ge და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გასაუბრება ჩატადება შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru