www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რესტორნის სერვის მენეჯერი
მომწოდებელი: წისქვილი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 26 დეკემბერი

შპს "წისქვილი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის სერვის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა ქ.თბილისი

სერვის მენეჯერის ძირითადი მოვალეობა:

** სერვის მენეჯერის მოვალეობა
** რესტორნის დარბაზის/სერვირების მომზადების მონიტორინგი სტანდარტის მიხედვით
** სერვისის პერსონალის მართვა/სამუშაო პროცესის მონიტორინგი
** ჰიგიენური მდგომარეობის გადამოწმება მთლიანად ობიექტის ტერიტორიაზე
** ღონისძიების შემთხვევაში დამკვეთის სერვისთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნების გათვალისწინების უზრუნველყოფა ივენთ მენეჯერის რეკომენდაციის საფუძველზე
** დაქვემდებარებული პერსონალის ჩაცმულობისა და ვიზუალის კონტროლი დადგენილი სტანდარტის მიხედვით
** მიმტანების პოზიციონირების განსაზღვრა და მონიტორინგი
** რესტორნის თანამშრომლისთვის დაკისრებული ფუნქცია/მოვალეობის გაცნობა და მონიტორინგი
** სტუმართან კომუნიკაცია
** დაქვემდებარებულ პერსონალთან შეხვედრების ჩატარება/პერსონალის მუშაობის პროცესის შეფასება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოწესრიგებული, ორგანიზებული
** ენერგიული და დისციპლინირებული
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** დახვეწილი მეტყველების უნარი და კომუნიკაბელურობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში, მინიმუმ 2 წელი.
** თანამედროვე სტანდარტების ცოდნა და მათი დაცვა მუშაობის პერიოდში.

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე: hr@tsiskvili.ge

წარმატებას გისურვებთ!

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კვალიფიციურ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru