www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო Au Room
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 26 დეკემბერი

სასტუმრო "აურუმი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი (დღის და ღამის) ცვლები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია სასტუმროში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** კომუნიკაბელური, არაკონფლიქტური, პრეზენტაბელური;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;

მოვალეობები:

** სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრება და ანგარიშსწორება;
** ჯავშნების პროგრამულად ასახვა, ეფექტურად გადანაწილება და კონტროლი;
** სტუმრებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა, პრობლემებზე დროული რეაგირება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება ან საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება;
** სასტუმროს შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება;
** საბუთების მართვა და ხელმძღვანელობისთვის გადაბარება;
** ყოველი სამუშაო დღის ბოლოს რეპორტის წარმოება და მენეჯმენტისთვის მიწოდება;
** მეგობრული და ეფექტური სერვისის შეთავაზება სტუმრებისთვის;
** მენეჯერის დავალებების შესრულება.

გთხოვთ, რეზიუმე გადმოგზავნოთ ელ ფოსტაზე: hotel@auroom.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru