www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ჯობლინკი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 26 დეკემბერი

დასაქმების სააგენტო "ჯობლინკი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. ქოლ-ცენტრის ოპერატორი ესაჭიროება კომპიუტერული და მობილური ტექნიკის ონლაინ მაღაზიას.

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო ზარების მიღება;
** კლიენტებთან კომუნიკაცია სოციალური ქსელების მეშვეობით;
** პერიოდულად საიტზე ინფორმაციის განახლება.

ძირითადი მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება;
** სწრაფად ბეჭდვა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე;
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ხელფასი: 400 ლარი;
** ბონუსი: კვალიფიკაციისა და საიტიდან საცალო გაყიდვებში ჩართულობის მიხედვით.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 32 2880107.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru