www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გენერალური დირექტორის თანაშემწე
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 26 დეკემბერი

შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის თანამდებობაზე ქ. თბილისში. "ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Spomlek და სხვა.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

თანამდებობა: გენერალური დირექტორის თანაშემწე
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, გამართული წერის უნარი აუცილებელია;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

ფუნქცია-მოვალეობები:

** დირექტორის შეხვედრების, თათბირების და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა, კოორდინაცია, გაცემული დავალებების ვადების კონტროლი;
** შემოსული და გასული დოკუმენტაციის, წერილების, კორესპონდეციების მართვა და შესაბამისი ადრესატისთვის მიწოდება;
** გენერალური დირექტორის ოფიციალური და სხვადასხვა ტიპის წერილების, ბრძანებების მომზადება;
** დოკუმენტაციის თარგმნა;
** ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებული;
** ამოცანის განსახორციელებლად საჭირო ვადის დადგენის და მისი დაცვის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულ აპლიკანტებს თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru