www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: მეტრომარტი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

ტექნიკის # 1 ჰიპერმარკეტი "Metromart"-ი აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია "მეტრომარტ"-ი არის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში. კომპანია 2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. "მეტრომარტ"-ის მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.
ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდი.

ძირითადი მოვალეობები:

** ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** SEO - საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია;
** ვებ გვერდის განვითარება;
** სოციალური მედია მარკეტინგის პროექტების დაგეგმვა და მართვა;
** მარკეტინგული კონტენტის შექმნა და მართვა;
** ციფრული არხების შედეგების ანალიზი და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - მარკეტინგის მიმართულებით;
** რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ლოგიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიზუსტე და სისწრაფე;
** პასუხისმგებლობა და დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი
** სამედიცინო დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@metromart.ge 2018 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru