www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯობლინკი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 26 დეკემბერი

დასაქმების სააგენტო "ჯობლინკი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი ესაჭიროება კომპიუტერული და მობილური ტექნიკის ონლაინ მაღაზიას.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კორპორატიული კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვა;
** ახალი კლიენტების მუდმივი ძიება;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის გაღრმავება და განმეორებითი შეკვეთების მიღება;
** კორპორატიული გაყიდვების გზებისა და მეთოდების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** კომპიუტერული ტექნიკის კარგად ცოდნა - როგორც სამომხმარებლო, ასევე საბაზრო, (ფასების), თვალსაზრისით ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** კორპორატიული გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად;
** კორპორატიული კლიენტების საკუთარი ბაზის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** მიზანდასახულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე;
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ხელფასი: 400 ლარი;
** ბონუსი: რეალიზებული პროდუქციის მოცულობისა და მარჟის მიხედვით.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 32 2880107.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru