www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: ოდისეა
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 26 დეკემბერი

მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია "ოდისეა" 2016 წლიდან პოზიციონირებს ბაზარზე. "ოდისეას" წამყვან ადგილს წიგნის სამომხმარებლო ბაზარზე განაპირობებს უნიკალური გამოცემების რეალიზება და მკითხველებისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზება. 2018 წლიდან კომპანიის საქმიანობას დაემატა ახალი მიმართულება - ისრაელის პრემიუმ კლასის კოსმეტიკის "Mon Platin"-ის ბრენდის სატელეფონო გაყიდვები, ადგილზე მიტანის სერვისით.

კომპანია "ოდისეა" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 150.
სამუშაო გრაფიკი: 10:00 სთ - 16:00 სთ / 16:00 სთ - 22:00 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი
ანაზღაურებადი სტაჟირება: 300 ლარი +% (რეალური ფიქსირებული, გეგმის გარეშე)
ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება.
** კომპანიის პროდუქტის შეთავაზება/გაყიდვა;
** მომხმარებელთა ბაზის განვითარება;

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე დახვეწილი მეტყველების უნარი;
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარი საბაზისო დონეზე;
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

პიროვნული თვისებები:

** მუშაობის მაღალი მოტივაცია;
** დამარწმუნებელი კომუნიკაცია

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@odisea.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადის მიღებიდან 10 დღის ვადაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru