www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმომადგენლობა სამოქალაქო პროცესში - სამართლებრივი/პრაქტიკული
მომწოდებელი: ტრენინგების და მართვის საკონსულტაციო გუნდი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 19 დეკემბერი

22 დეკემბრიდან "TMCT" გთავაზობთ საავტორო კურსს "წარმომადგენლობა სამოქალაქო პროცესში - სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტები".

კურსის მიზანია მონაწილეთა კვალიფიკაციის ამაღლება საპროცესო დოკუმენტების სწორად შედგენასა და სასამართლოში ეფექტური წარმომადგენლობის განსახორციელებლად. კურსი განკუთვნილია როგორც უმაღლესი განათლების მქონე პირთათვის, ასევე ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის.

კურსის ექსპერტი: თამარ ხაჟომია - მოსამართლე; თბილისის საქალაქო სასამართლო

კურსის მოიცავს შემდეგ აქტუალურ საკითხებს:

** შეჯიბრებითობის და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვა სამოქალაქო პროცესის ცალკეულ ეტაპებზე, საპროცესო მოქმედებების განხორციელებისას;
** სარჩელის და შესაგებლის შედგენა სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის შესაბამისად; მოსარჩელის სტადია, მოპასუხის სტადია;
** მტკიცების ტვირთის გადანაწილება; ფაქტების და მტკიცებულებების წარდგენა მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესის მიხედვით; საქმის დამუშავება რელაციის ტექნიკის მიხედვით;
** სარჩელის უზრუნველყოფა; დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
** საქმის განხილვის სტადიები, წერილობითი მომზადება და მოსამზადებელი სხდომა, შუამდგომლობების წარდგენა/განხილვა;
** საქმის მთავარი განხილვის ეტაპები;
** გასაჩივრების წესი და პროცედურა;
** კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გადასინჯვა.

მონაწილეებს სასწავლო კურსის მასალები მიეწოდებათ ელექტრონული ფორმით.
სწავლების მეთოდი - კურსი ორიენტირებულია პრაქტიკულ სწავლებაზე. გამოყენებული იქნება ზრდასრულთა სწავლების თანამედროვე მეთოდები!

კურსის ხანგრძლიობა და გრაფიკი: კურსი მოიცავს 9 საათს (8 სესიას).
სწავლება ხორციელდება არასამუშაო დღეებში.
I დღე - 22 დეკემბერი, 2018 (შაბათი/10:00- 15:00)
II დღე - 23 დეკემბერი, 2018 (კვირა/11:00 - 17:00)
სასწავლო კურსის დეტალური პროგრამა მონაწილეს გადაეგზავნება სწავლის დაწყების წინ.

კურსის დასრულების შემდგომ მონაწილეებს გადაეცემათ TMCT-ის სერტიფიკატი.

კურსის საფასური - კურსზე მონაწილეობის საფასური შეადგენს 295 ლარს. მოქმედებს "თი-ბი-სი ბანკის" განვადება.

კურსის განხორციელების ადგილი - ქ. თბილისი; ი. აბაშიძის ქუჩა N34.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ონლაინ აპლიკაციის ფორმა შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfl0mIkXJFiDOMdVYhIm2qFQGE91PaN0qVFO6htX1zq9fqwzA/viewform

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 19 დეკემბერი, 2018 წ.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვირეკოთ (+995 577) 111 401; (+995 599) 686 901 ან მოგვწეროთ: companytmct@gmail.com

ვებგვერდი: https://www.facebook.com/TMCT

კურსის დროს თქვენ გელოდებათ მყუდრო, კომფორტული და რაც მთავარია - მეგობრული გარემო.

თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, აიმაღლოთ კვალიფიკაცია და სამოქალაქო პროცესთან დაკავშირებით თქვენთვის საინტერესო აქტუალურ საკითხებზე მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია დარგის ექსპერტისგან/ მოქმედი მოსამართლისგან!

იჩქარეთ! ადგილები შეზღუდულია!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru