www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შიდა დისტრიბუციისა და ტრანსპორტის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 15 დეკემბერი

"ორი ნაბიჯი" პირველი კომპანიაა კვების პროდუქტების საცალო გაყიდვების სფეროში, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს. 2010 წელს გაიხსნა ჩვენი პირველი მაღაზია დიდუბეში, ხოლო აქტიური განვითარება დაიწყო 2011 წლის მეორე ნახევრიდან და დღემდე გრძელდება. ამჟამად, კომპანია ფლობს 99 მაღაზიას თბილისის მასშტაბით. მიმდინარე წელს ჩვენ ვგეგმავთ ქსელის მნიშვნელოვან ზრდას, რაც უკვე ყოველწლიური ტრადიცია გახლავთ ორ ნაბიჯში. დინამიური განვითარების პროცესში კომპანია ყველაზე ღირებულ აქტივად სწორედ თანამშრომელთა გუნდს განიხილავს, რომლის ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა.

ამჯერად, მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას შიდა დისტრიბუციისა და ტრანსპორტის სუპერვაიზერის თანამდებობაზე.

ფუნქციები:

** სადისტრიბუციო მანქანების დატვირთვის პროცესის და ქსელში დროულად გაშვების უზრუნველყოფა;
** სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის კოორდინაცია;
** მძღოლ-დისტრიბუტორების მიერ მოძრაობის წესების დაცვის მონიტორინგი;
** სხვადასხვა სავაჭრო წერტილიდან საქონლის საწყობში/მაღაზიებში მიტანის პროცესის უზრუნველყოფა;
** ინფორმირებულობა სადისტრიბუციო მანქანების ტექნიკური გამართულობის შესახებ, მანქანების ყოველდღიური ვიზუალური შემოწმება;
** ზრუნვა სადისტრიბუციო მანქანების სტანდარტის შესაბამისი იერსახის შენარჩუნებაზე;
** მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების გაფრთხილების, და ექსპლუატაციის წესების სრული დაცვით გამოყენების უზრუნველყოფა;
** საქონლის ქსელში გადაადგილების გრაფიკის შედგენა და მონიტორინგი;
** მძღოლ-დისტრიბუტორებისა და დისტრიბუტორების კონტროლი. პერიოდულად მარშრუტზე გაყოლა, მაღაზიაში დახვედრა;
** სადისტრიბუციო მანქანების "GPS" სიტემით აღჭურვის უზრუნველყოფა და მოძრაობის კონტროლი;
** მანქანებისა და სადისტრიბუციო ინვენტარის მოწესრიგებულ და სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა.
** დაქვემდებარებული პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში დახმარების გაწევა;
** ახალი თანამშრომლებისთვის სამუშაოს სპეციფიკის, პროცედურებისა და წესების გაცნობა;
** დისციპლინის უზრუნველყოფა;
** ახალი თანამშრომლებისთვის სამუშაოს სპეციფიკის, პროცედურებისა და წესების გაცნობა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
** სხვადასხვა სახის რეპორტების წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სავალდებულო);
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სავალდებულო);
** დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (სავალდებულო);
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა (სავალდებულო);

უნარ-შესაძლებლობები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, აკურატულობა და სიზუსტე;
** სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** პიროვნული მახასიათებლები
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე hr@orinabiji.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას. მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ" - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru