www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი მზარეული
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

სს "ნიკორა ტრეიდი" - ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 174 თბილისში, ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 3000-ს შეადგენს.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი მზარეულის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქტების გაყიდვების დინამიკაზე დაკვირვება და სამომავლოდ დასამზადებელი პროდუქციის სახეობების მიხედვით გეგმის განსაზღვრა
** დასამზადებელი პროდუქციისათვის საჭირო ინგრედიენტებისა და ნედლეულის შეკვეთის უზრუნველყოფა
** ცხელი კერძების დამზადების ტექნოლოგის ცოდნა, დაგემოვნება და კალკულაციებით მუშაობა
** ასორტიმენტის გაზრდაზე ზრუნვა
** დაქვემდებარებული თანამშრომლისთვის დავალებების მიცემა და შესრულებული სამუშაოს კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ენერგიულობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე - jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უფროსი მზარეული".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru