www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მტვირთავი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: მეტრომარტი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

      ტექნიკის ჰიპერმარკეტი "Metromart"-ი აცხადებს ვაკანსიას  მტვირთავის (დროებითი თანამშრომლის) პოზიციაზე თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისისა და გორის მაღაზიებისთვის.

კომპანია "მეტრომარტ"-ი არის  ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში. კომპანია  2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში.  "მეტრომარტ"-ის მიზანია, მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება. ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის  ყველა მსოფლიო ბრენდი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება/საწყობში განთავსება;
** პროდუქციის გადაადგილების, დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულება;
** საწყობში არსებული პროდუქციის პერიოდულად აღწერა;
** გაყიდული ნივთის მიტანა სატრანსპორტო საშუალებამდე.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ  თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@metromart.ge  2018 წლის   20 დეკემბრის  ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი,  წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru