www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საბანკო საქმის შემსწავლელი კურსი + სტაჟირება - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 29 დეკემბერი

"ევროპის აკადემიური ცენტრი" თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში აცხადებს მიღებას საბანკო საქმის შემსწავლელ კურსზე.

"ევროპის აკადემიური ცენტრი" ფლობს ISO სერტიფიკატს (ISO 9001) ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების კურსების შემუშავება განხორციელებაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სწავლებაზე. ამასთანავე, მუდმივად ვთანამშრომლობთ დამსაქმებელთა კორპუსთან, რათა შევისწავლოთ მათი მოთხოვნები და შევძლოთ ამ მოთხოვნების პრაქტიკული რეალიზაცია.

საბანკო საქმის ინტენსიური სწავლების პროგრამის მიზანია მსმენელთა კვალიფიციური გადამზადება და დასაქმება საბანკო სექტორში. იგი მთლიანად აგებულია საბანკო დაწესებულებებში კადრების შერჩევის არსებული მოთხოვნების და სპეციფიკის შესაბამისად:

აღნიშნული კურსის ფარგლებში შეისწავლება:

** საქართველოს საბანკო სისტემა, საოპერაციო და საკრედიტო პროდუქტები;
** ეფექტური მომსახურების და გაყიდვების მეთოდები;
** CV-ის , სამოტივაციო წერილების, თვითპრეზენტაციების პროფესიულ დონეზე შედგენა;
** IQ-სტესტი და მათემატიკური უნარები;
** გასაუბრებისას კანდიდატის შეფასების მეთოდები.

პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმნდნენ საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში შემდეგ პოზიციებზე:

** მოლარე;
** მოლარე-ოპერატორი;
** ანგარიშების მართვის მენეჯერი;
** განვადების მენეჯერი;
** საკრედიტო ექსპერტი;
** პრობლემური სესხების მართვის ოფიცერი;
** კლიენტთა მომსახურების ოფიცერი;
** საინფორმაციო ოფიცერი;
** ქოლ-ცენტრის ოპერატორი.

სასწავლო კურსის მსმენელებს უფასოდ გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა და მასალები.

აღნიშნული კურსის საშუალებით მსმენელი გაეცნობა საბანკო საქმიანობის მთავარ პრინციპებს; საქართველოს საკრედიტო სისტემის სტრუქტურას, საბანკო სისტემაში მუშაობის მეთოდებს; შეისწავლის საბანკო პროდუქტების გაყიდვების და მომხმარებელთა ეფექტური მომსახურების ხერხებს.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან აგრეთვე საბანკო პროგრამას - ALTA software, რომელსაც მოქმედი ბანკების უმრავლესობა იყენებს.

კურსი აგრეთვე მიზნად ისახავს, გააცნოს მსმენელს გასაუბრების და ტესტირების პრინციპები, აღნიშნული კურსის ფარგლებში განიხილება გასაუბრებისას კანდიდატის შეფასების მეთოდები; IQ-ს ტესტი და მათემატიკური უნარები. პროგრამის ფარგლებში მსმენელი დაეუფლება რეზიუმეს და სამოტივაციო წერილების პროფესიულ დონეზე შედგენას; აგრეთვე ინდივიდუალურად განიხილება თითოეული მსმენელის თვითპრეზენტაცია, რომელსაც დიდი ყურადღება ეთმობა საბანკო სფეროში მუშაობის დასაწყებად.

კურსს უძღვება მრავალწლიანი პრაქტიკის მქონე ტრენერი. მისი მომზადებული ძალიან ბევრი მსმენელი დასაქმებულია საბანკო და არასაბანკო საფინანო დაწესებულებებში. მასტერ კლასებს ჩაატარებენ თიბისი და ვი თი ბი ბანკიდან მოწვეული სპეციალისტები .

კურსის ხანგრძლივობა: 7 კვირა + სტაჟირება (კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში).
სასწავლო გრაფიკი: კვირაში 2-ჯერ.
კურსის ღირებულება: 320 ლარი.

კურსი გულისხმობს ფინალურ სასერტიფიკატო გამოცდას. კურსდამთავრებულებზე გაიცემა "ევროპის აკადემიური ცენტრის" ორენოვანი სერტიფიკატი. წარმატებულ კურსდამთავრებულებზე აგრეთვე გაიცემა სარეკომენდაციო წერილი.

რეგისტრაციისათვის შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://goo.gl/6Dm2MH

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

სათაო ოფისი: ქ. თბილისი, კოსტავას 67 (სათაო ოფისი)
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334 700

თქვენ შეგიძლიათ ტრენინგების გასავლელად დაგვიკავშირდეთ რეგიონულ ოფისებს:

ქ. თბილისი, კოსტავას 67 (სათაო ოფისი)
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334 700

ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის 1 სართული)
ტელ: (+995 431) 236060, 599 334700

ქ. ზუგდიდი, შოთა კიტიას 9, სართული 1
ტელ.: (+995 415) 220300, 596787700

ქ. ბათუმი მელიქიშვილის ქ. N33
ტელ: (+995 422) 293 293, 592700066

ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge
Facebook: https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi
ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru