www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი სტრასბურგში
მომწოდებელი: ევროპის აკად. ცენტრი - გაცვლითი პროგრამები
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 27 დეკემბერი

"ევროპის აკადემიური ცენტრი" გთავაზობთ უპრეცენდენტო პროექტს: სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესების სესია 2018!

"სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი თბილისსა და სტრასბურგში" და საგანმანათლებლო ტური გერმანიაში.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: პრაქტიკოს იურისტებს, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, აგრეთვე, სისხლის სამართლით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს და ნებისმიერ პიროვნებას.

დელეგატებს ჩაუტარდებათ ტრენინგები საპროცესო ხელოვნებაზე

ტრენინგებს გაუძღვებიან პრაქტიკოსი იურისტები!

ტრენინგების თემები:

** ეფექტური საჯარო გამოსვლის ხელოვნება, სხეულის ენა.
** სამართლის ზოგადი მიმოხილვა სისხლის სამართლის პროცესი, ზოგადი პრინციპები.
** შესავალი სიტყვა
** ეფექტური დაკითხვა, მოწმის დაკითხვის ფსიქოლოგია
** პროტესტი
** დასკვნითი სიტყვა, რეპლიკა
** შუამდგომლობა, განცხადება და სხვა საპროცესო უფლებები.

მონაწილეები ხელმძღვანელების დახმარებით დაამუშავებენ რეალურ საქმეს რაზეც შემდგომში გაიმართება იმიტირებული პროცესი სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

ასევე, პროექტი მოიცავს საგანმანათლებლო ვიზიტებს ევროკავშირის უმაღლეს ორგანიზაციებში:

** ევროსაბჭოში
** ევროპის პარლამენტში
** ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

პროექტის ვადები 2018 წლის 1 დეკემბერი - 16 დეკემბერი.

მონაწილეობის საფასური: 600€ ეკვივალენტი ლარში

მონაწილეობის საფასურში შედის (თბილისი):

** წინა მოსამზადებელი ტრენინგები საპროცესო ხელოვნებაში
** სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა

მონაწილეობის საფასურში შედის (სტრასბურგი):

** საცხოვრებელში განთავსება
** დილის კვება
** ავიაბილეთების ღირებულება (2გზა)
** პროექტის ხელმძღვანელების თანხლება
** კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება
** ტური გერმანიაში
** საერთაშორისო სერტიფიკატი.

პროექტის მხარდამჭერია ევროპის საბჭო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატი

მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია: https://goo.gl/TxaUX3

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ჩვენი Facebook გვერდის საშუალებით ან დარეკეთ ნომერზე: +995 (32) 2 23 82 34; 593 73 71 95; 574 33 47 77



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru