www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 14 დეკემბერი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000238
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 1 წელი, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.
** განათლება: ბაკალავრის ხარისხი; სფერო: ინფორმაციული ტექნოლოგიები.

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი.

უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** გადაწყვეტილების მიღების უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

** შემდეგი პროგრამების ცოდნა: Microsoft Windows ოპერაციული სისტემები, სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამების ინსტალირება და მომსახურეობა;
** კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის ცოდნა - აწყობა, შეკეთება, მომსახურეობა;
** ქსელური ტექნიკის ზოგადი ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:

** კომპანიის კომპიუტერული ტექნიკის მომსახურება (აწყობა, დიაგნოსტირება, გამართვა, შეკეთება);
** საბეჭდი კარტრიჯების შეცვლა, აღრიცხვა, სტატისტიკის შეგროვება;
** ქსელების გაყვანა (დიაგნოსტირება და გამართვა);
** სამუშაო ადგილების საჭირო კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა.
** მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერა (სატელეფონო ზარების პასუხი, კონსულტაცია, გაუმართაობის დიაგნოსტირება და აღმოფხვრა);
** კომპანიის ფილიალებში გასვლა (საჭიროების შემთხვევაში);
** სამუშაო დოკუმენტაცია და ანგარიშგება (სამუშაო დოკუმენტაციის შექმნა, საჭიროებისამებრ).

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/238

მოქმედების ვადა: 14 დეკემბერი, 2018 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru